მოგესალმებით,
სპონდილოზი, ხერხემალში მიმდინარე დისტროფიული პროცესია, რომელიც, ხერხემლის ოსტეოქონდროზისაგან განსხვავებით, იწყება ფიბროზული რგოლის გარე ნაწილებიდან და რენტგენოგრამებზე ვლინდება კიდეებზე ძვლოვანი წანაზარდებით (ოსტეოფიტები). ეს წანაზარდები გარს აკრავს მალთაშუა დისკს. მალთაშუა დისკის სიდიდე სპონდილოზის დროს არ იცვლება. მალების სხეულების კონტურები ხერხემლის სპონდილოზის დროს უცვლელია.
მკურნალობის კურსის დასაგეგმად, უნდა განახორციელოთ ვიზიტი ნევროლოგთან.
რაც შეეხება კოქსართროზს, იგი საკმაოდ გავრცელებული დაავადება და ოსტეოართროზის ყველაზე მძიმედ მიმდინარე ფორმაა.
დაავადება თანდათან იწყება, მენჯ-ბარძაყის სახსრის ჯერ უმნიშვნელო, მონაცვლეობითი, ხოლო შემდგომ ინტენსიური ტკივილით.
კოქსართროზის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად მიჩნეულია მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება.
ოპერაციის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში: ქრება ტკივილი, მოძრაობის ფუნქცია აღდგება და ზოგადი მდგომარეობაც საგრძნობლად უმჯობესდება.
ჩვენს კლინიკაში ტარდება ასეთი ოპერაციები მაღალ დონეზე და წარმატებით, ამასთანავე ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
გირჩევთ, მობრძანდეთ, გაიაროთ ტრავმატოლოგის უფასო კონსულტაცია ხუთშაბათს და შაბათს, რომელიც მენეჯრთან ერთად გაგცემთ ამომწურავ პასუხს ფინანსებთან დაკავშირებით და დაფინანსების მოპოვების მიზნებისათვის გადმოგცემთ სათანადო დოკუმენტაციას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !