სუბმუკოზური მიომა - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა ვარ 38 წლის მაქვს სუბმიკოზური მიომა 15 მმ უკვე რამდენიმე თვეაა თვიურის დროს დამეწყო მარჯვენა ბეჭის ქვემო წილში ტკივილი და მკერდის შეშუპება ამ პერიოდში ..სხვა დროს ვერ ვგრნობ ტკივილს .საშიში ჩივილი ხომ არაა? კარგა ხანია არვყოფილვარ ექიმთან .მადლობაა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
საშვილოსნოს მიომაკეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც საშვილოსნოს გლუვკუნთოვანი ქსოვილიდან ვითარდება. ზოგიერთი მათგანი სწრაფად იზრდება და ირგვლივ მდებარე ორგანოებზე ზეწოლისას უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს, ზოგი კი ნელა, უსიმპტომოდ ვითარდება და ხშირად მას პროფილაქტიკური დათვალიერებისას შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე. დიაგნოსტირება ხდება მეან-გინეკოლოგის მიერ, ხელით გასინჯვით. საშვილოსნოს მიომის დიაგნოზის დასაზუსტებლად კი გამოიყენება კვლევის დამატებითი მეთოდები:

  • ვაგინურ–აბდომინური ექოსკოპია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • ჰისტეროსკოპია (საშვილოსნოს ღრუს დათვალიერება სპეციალური აპარატით).

მიომის მკურნალობის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდია - მიომის კვანძის ემბოლიზება, ანუ იმ სისხლძარღვების ბლოკირება, რომლებიც ამ წარმონაქმნს კვებავს. ემბოლიზების შედეგად მიომის ქსოვილი კვდება და აღარ იზრდება.
მკერდის ტკივილი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს გინეკოლოგიურ პათოლოგიასთან, თუმცა, შესაძლოა იგი წარმოადგენდეს პმს (პოსტმენსტრუალურ) სინდრომს.
ნებისმიერ შემთხვევაში მდგომარეობა საყურადღებოა. აუცილებელია, გადაკონტროლდეს მიომის ზრდა დინამიკაში. ამისთვის საჭიროა გინეკოლოგთან კონსულტაცია. ხოლო ძუძუს პათოლოგიის გამოსარიცხად, პრევენციის მიზნით უნდა მიმართოთ მამოლოგს.
ჩვენი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ გინეკოლოგის კონსულტაცია + ექოსკოპიური კვლევა, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31172/ginekologiuri-aqcia-110-laris-nacvlad-mkholod-40-larad
ასევე, მამოლოგის კონსულტაცია და სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიური კვლევა  ფასდაკლებით:  https://kirurgia.ge/article/31367/mamologis-konsultacia-da-sardzeve-jirkvlebis-eqoskopiuri-kvleva

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა