სწორი ნაწლავის პათოლოგია - პროქტოლოგია

კითხვა: გამარჯობა დახხლოებით 1,5 წლის წინ დამეწყო შორისის არეში ტკივილი სათესლე ჯირკვლების ქვედა მხარეს , გავიკეთე პროსტატისა და სათესლე ჯირკვლების ეხოსკოპია , ასევე წელის კომპიუტერული ტომოგრაფია ნერვის გამოსარიცხად, ტკივილი მოდის შიგნიდან და შედარებით იკლებს დეფეკაციის შემდეგ , დილით გაყუჩებულია და ამოძრავების შემდეგ მეწყება ,ასევე ერექციის დროსაც , პოტენციაზე პრობლემა არ მაქვს , მაქვს პერიოდულად ქავილიც უკანა ტანის არეში , ჰიგიენას ვიცავ . გთხოვთ მირჩიოთ ვის მივმართო .
პასუხი:

მოგესალმებით,
სასურველია, პირველ რიგში, გაიაროთ კონსულტაცია პროქტოლოგთან, სადაც ვიზიტისას გაისინჯება სწორი ნაწლავი და გამოირიცხება ან დადასტურდება მოცულობითი წარმონაქმნი. რექტალურად თითით გასინჯვის დროს, პროქტოლოგმა ასევე შეიძლება გასინჯოს პროსტატის ჯირკვალი და შეაფასოს მისი ზომები და კონსისტენცია.
თავის სფეროში პათოლოგიის გამორიცხვის შემთხვევაში, შესაძლოა გადაგამისამართოთ უროლოგთან.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ პროქტოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:     https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/34

სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა