თავბრუსხვევა, თავის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: ბოლო ორი თვეა მაქვს თაბრუსხვევის შეგრძნება, სიარული შემიძლია განსაკუთრებით ძილში ღამე ვგრძნობ, ადგომის შემდეგ შედარებით მივლის , ზოგჯერ მეტად - ნაკლებ, იქნებ მითხრათ რა შეიძლება იყოს მიზეზი, ზოგჯერ თავბრუს ხვევას ცვლის თავის ტკივილი, ისე თავის ტკივილს თითქმის მთელი რამოდენიმე წელი ვუჩივი , თითქმის მივეჩვიე ასე ცხოვრებას მაგრამ ამ უცნაურმა თავბრუს ხვევამ , რაღაც ამაფორიაქა, ვარ 51 წლის
პასუხი:

მოგესალმებით,

თავბრუსხვევა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ხანმოკლე, წამიერი მოვლენა, ასევე ბალანსის დარღვევით მიმდინარე მძიმე დაავადება, რომელიც ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასთან შეუთავსებელია, თავბრუსხვევას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის :

შიდა ყურის პრობლემები, სისხლის მიწოდების შეზღუდვა, გარკვეული მედიკამენტები.

თავბრუსხვევის სხვა მიზეზებია: ანემია, ტვინის შერყევა, ზოგადი შფოთვა, ჰიპოგლიკემია, შაკიკი, პანიკური შეტევა. თავბრუსხვევა ხშირად დროებითია და თავად გაივლის

რაც შეეხება თავის ტკივილს, არსებობს თავის ტკივილის გამომწვევი მრავალი მიზეზი. მათგან ძირითადია - თავის ტვინის და მისი გარსების დაავადებები , ასევე თავის ქალას გარეთ მდებარე კერები, ემოციური სფეროს დაზიანებები, შიდა ორგანოების დაავადებები, ქრონიკული და მწვავე ინტოქსიკაციები და ა.შ.

თავის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია სამწვერა ნერვის გარსების ტოტების მტკივნეულ რეცეპტორებზე ზემოქმედებით, რაც ასევე ხდება შიდა ქალას ჰიპერტენზიისას ლიქვორის ცირკულაციის დარღვევის შედეგად.

ჰიპერტენზიული დაავადების, შაკიკის და არტერიული ჰიპოტონიის დროს თავის ტკივილის მიზეზი არის სისხლის მიმოქცევის დარღვევა გარეთა და შიგნითა საძილე არტერიის აუზებში.

ასევე, ტკივილები ჩნდება ირიტისა და რეფრაქციის დარღვევის შემთხვევებში. რეფრაქციის დარღვევის შემთხვევაში სათვალის ზომის სწორი არჩევა აქრობს თავის ტკივილს.

დისტანციურად დიაგნოსტირება, თუ რა იწვევს თავის ტკივილს თქვენს შემთხვევაში, შეუძლებელია.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების დოპლერი და ნევროლოგთან კონსულტაცია, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე : https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით  ნომერზე    577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა