თავისა და თვალის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა. დაახლოებით 2 თვეა დამჩემდა მარცხენა ნახევარსპეროს ტკივილი თვალის უკან ნაწილიდან ნათხემამდე. რა სეილება იყოს
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, თვალისა და თავის ტკივილის გამომწვევი შესაძლოა იყოს გლაუკომა. მასზე ეჭვის დროს კი, უნდა ჩატარდეს თვალის შიდა წნევის გაზომვა.
ტკივილების გამომწვევი შესაძლოა იყოს ასევე:

  • ირიტი
  • რეფრაქციის დარღვევა.

რეფრაქციის დარღვევის შემთხვევაში, სათვალის ზომის სწორი არჩევა აქრობს თავის ტკივილს.
სხვა მიზეზთა შორისა:

  • ჰემიკრანია – იგივე შაკიკი;
  • თავის ტვინის სისხლძარღვების პათოლოგია და ა.შ.

დისტანციურად დიაგნოსტირება, თუ რა იწვევს თავის ტკივილს თქვენს შემთხვევაში, შეუძლებელია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც თქვენი ანამნეზიდან გამომდინარე დაგეგმავს თქვენთვის ეფექტურ კვლევას და მკურნალობის მეთოდს.
საჭიროების შემთხვევაში კი, დიაგნოსტირებსა და მკურნალობაში ჩაერთვება ოფთალმოლოგი.


ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა