ტრემორი, მეხსიერების დაქვეითება - ნევროლოგია

კითხვა: მაქვს მეხსიერების ჩავარდნები ანუ ზოგჯერ რაღაცის გაკეთება მავიწყდება ან ნასწავლს ვერ ვიხსენებ და რა შეიძლება რომ ვიხმარო? 18 წლის ვარ.
პასუხი:

მოგესალმებით,

ტრემორი ნევროლოგიური სისტემის დაზიანების შედეგია და ამ დროს გამოხატულია  რითმული კანკალი. ესენციური ტრემორი სხეულის თითქმის ყველა ნაწილს აზიანებს, თუმცა კანკალი ყველაზე ხშირად გამოხატულია ხელის მტევნებზე.

აუცილებელია ნევროლოგთან გამოკვლევების ჩატარება. ხელების კანკალი სხვადასხვა ტიპისაა და ეს უნდა იყოს შეფასებული. რაც შეეხება მიზეზებს – მრავალფეროვანია:

●  ზოგიერთ მედიკამენტი;

●  თავის ტვინისა და ნერვების დაავადებები;

●  პერიფერიული ნეიროპათიები;

●  სისხლში გლუკოზის დაბალი დონე;

●  კუნთოვანი სისუსტე და დაღლილობა;

●  ჰიპერთირეოზი ;

●  სტრესი, გაღიზიანება, დაღლილობა;

●  ყავის ან კოფეინის შემცველი სხვა სასმელების ჭარბი მიღება და ა.შ.

რაც შეეხება მეხსიერების დაქვეითებას, იგი  შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი სხვადასხვა მიზეზით, მაგალითად:  გუნება-განწყობილების ძლიერი დაქვეითებით, ანუ დეპრესიით, ძლიერი სტრესის ზეგავლენით, ნერვულ სისტემაში მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით.

დიაგნოსტირებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მეხსიერების დაქვეითების ტემპს, თანმხლებ პათოლოგიებს, სიტუაციას, რომელშიც მოხდა მეხსიერების დაქვეითება და ა.შ. თუკი პათოლოგიური პროცესი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩამოყალიბდა, მდგომარეობა საყურადღებოა.

მოგცემთ რამდენიმე რჩევას რეკომენდაციის სახით:

●   მოიწესრიგეთ ძილი;

●   გაითვალისწინეთ დღე-ღამის ბიოლოგიური რითმის მნიშვნელობაც. უნდა იძინოთ ღამით და არ უნდა ათიოთ ღამეები იმ იმედით, რომ დღისით გამოიძინებთ;

●   მაქსიმალურად დაიტვირთეთ ფიზიკურად - ფიზიკური დატვირთვის დროს ტვინი უკეთ მარაგდება სისხლითა და ჟანგბადით.

●   ყურადღება მიაქციეთ კვებას - მეხსიერებისა და  საზოგადოდ, თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის ,  დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას - ამინომჟავების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების სათანადო რაოდენობას.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია ნევროლოგთან, რომელიც უშუალო ვიზიტისას  შეკრებს ანამნეზს, ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და ამის შემდეგ  დაგეგმავს მკურნალობის შესაბამის და თქვენზე მორგებულ მეთოდს.

თუ საჭირო იქნება მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია, აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15963/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva--magnitur-rezonansul-tomografze

ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა