თავბრუსხვევა

კითხვა: გამარჯობათ.უკვე დიდი ხანია მაწუხებს თავბრუსხვევა.თავის ტომოგრაფიაც გადაღებული მაქვს მაგრამ არაფერია.ყველა ანალიზი წესრიგში მაქვს.მხოლოდ ჩიყვი მაქვს 4.39.რომ დავიწყებ წამლის დალევას უფრო ცუდად მხდის.ამ ფონზე სახლიდან ვეღარ გავდივარ.სულ ცუდად ვგრძნობ თავს.ძალიან ბევრ ნერვოპატოლოგთან ვიყავი და ნერვოზია მასეთიო.აღარ ვიცი რა ვუშველო ჩემ თავს.იქნებ რამე მირჩიოთ როგორ მოვიქცე.დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით! თავბრუსხვევა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ხანმოკლე, წამიერი მოვლენა, ასევე ბალანსის დარღვევით მიმდინარე მძიმე დაავადება, რომელიც ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასთან შეუთავსებელია, თავბრუსხვევას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის :
შიდა ყურის პრობლემები, სისხლის მიწოდების შეზღუდვა, გარკვეული მედიკამენტები.
თავბრუსხვევის სხვა მიზეზებია: ანემია, ტვინის შერყევა, ზოგადი შფოთვა, ჰიპოგლიკემია, შაკიკი, პანიკური შეტევა. თავბრუსხვევა ხშირად დროებითია და თავად გაივლის, რაც შეეხება ფარისებრი ჯირკვლის ზომას, ყურადღებამისაქცევია. დისტანციურად მკურნალობის დანიშვნა ფიზიკურად შეუძლებელია, შეგვიძლია კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზოთ ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია პარასკევს, თან იქონიეთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
რაც შეეხება ფარისებრ ჯირკვალს ,შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენს კლინიკაში მიმდინარე აქცია, რომლის ფარგლებშიც 49 ლარად გაივლით ენდოკრინოლოგთან ვიზიტს და ჩაიტარებთ ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიურ კვლევას ელასტოგრაფიით.
მიმდინარეობს წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა