თავბრუსხვევა - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაქვს გაუსაძლისი თავის ტკივილი ძალიან ხშირად.ტკივილის დროს ვგრძნობ სისუსტეს, თავბრუსხვევაც მაქვს,გულის რევის შეგრძნება,აზროვნების უნარი შეზღუდული და მაინტერესებს რისი ბრალი შეიძლება იყოს?მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
თავბრუსხვევა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ხანმოკლე, წამიერი მოვლენა, ისე ბალანსის დარღვევით მიმდინარე მძიმე დაავადება, რომელიც ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასთან შეუთავსებელია, თავბრუსხვევას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის:
შიდა ყურის პრობლემები;სისხლის მიწოდების შეზღუდვა;გარკვეული მედიკამენტები.
რაც შეეხება თავის ტკივილს, არსებობს თავის ტკივილის გამომწვევი მრავალი მიზეზი. მათგან ძირითადია :
თავის ტვინის და მისი გარსების დაავადებები;თავის ქალას გარეთ მდებარე კერები;ემოციური სფეროს დაზიანებები;შიდა ორგანოების დაავადებები;ქრონიკული და მწვავე ინტოქსიკაციები და ა.შ.
თავის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია სამწვერა ნერვის გარსების ტოტების მტკივნეულ რეცეპტორებზე ზემოქმედებით, რაც ასევე ხდება შიდა ქალას ჰიპერტენზიისას ლიქვორის ცირკულაციის დარღვევის შედეგად.
ჰიპერტენზიული დაავადების, შაკიკის და არტერიული ჰიპოტენზიის დროს თავის ტკივილის მიზეზი არის სისხლის მიმოქცევის დარღვევა გარეთა და შიგნითა საძილე არტერიის აუზებში.
ასევე, ტკივილები ჩნდება ირიტისა და რეფრაქციის დარღვევის შემთხვევებში. რეფრაქციის დარღვევის შემთხვევაში სათვალის ზომის სწორი არჩევა აქრობს თავის ტკივილს.
დისტანციურად დიაგნოსტირება, თუ რა იწვევს თავის ტკივილს თქვენს შემთხვევაში, შეუძლებელია.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების დოპლერი და ნევროლოგთან კონსულტაცია, ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad-- 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა