თავის გარშემოწერილობა - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: 6 თვის ბიჭის თავის გარშემოწერილობა რამდენი უნდა იყოს, და არასწორი ზომის შემთხვევაში ვიტამინები საკმარისია? თუ სხვაგვარი ჩარევაა საჭირო?
პასუხი:

მოგესალმებით,
ბავშვის დაბადებიდან მომწიფებამდე ფიზიკური განვითარების მაჩვენებლები იცვლება. ასევე იცვლება ამ მაჩვენებლების ერთმანეთისადმი დამოკიდებულება ანუ პროპორცია. თავისა და გულმკერდის გარშემოწერილობა მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია.
ნორმაში 6 თვის ბიჭის თავის გარშემოწერილობა 44.2– 45,5 სმ-ია.
თავის გარშემოწერილობის ცვლილების ან ნორმიდან გადახრის გარდა, მნიშვნელოვანია ნევროლოგიური ჩივილები, რაც შესაბამისმა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს.
მიმართეთ პედიატრს ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში, რომელიც მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა