კითხვა: გამარჯობა 4წლის გოგონას აქვს საზარდულთან გამონაზარდი ანუუ გამონაზარდში ვგულიხმობ მოძრავბურთულას მოძრაობს კანში ხელის მიკარებისთანავეე ქრება ხოლმე მერე ისევ ჩნდებაა და სივდება რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს და რიგან გამოწვეული.
პასუხი:
მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, როგორც მოგვითხრობთ „ხელის მიკარებისთანავე ქრება ხოლმე „ – ეს შესაძლოა იყოს ცხიმგროვა ან საზარდულის თიაქარი.
აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ, ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში პედიატრთან, რომელიც დასვამს დიაგნოზს და მოგაწოდებთ ამომწურავ ინფორმაციას, მკურნალობასთან დაკავშირებით ან გადაგამისამართებთ შესაბამის სპეციალისტთან.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას