გამარჯობა! გააჩნია რას გულისხმობთ თავის ტვინის მე–4 სტადიის ავთვისებიან სიმსივნეში[] .
1) თუ აგრესიულობით მე–4 გრეიდის თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე ანუ გლიობლასტომა იგულისხმება ,მაშინ ტაქტიკა შემდეგი იქნება: პირველ რიგში უნდა მოხდეს თუ შესაძლებელია ქირურგიული ჩარევა სიმსივნის ამოსაკვეთად და შემდეგ მკურნალობა გაგრძლედეს რადიოთერაპიით და ქიმიოთერაპიით. თუ ვერ ხერხდება ოპერაციის ჩატარება მაშინ ინიშნება მხოლოდ სხივური და ქიმიოთერაპია.
2) თუ იგულისხმება რომ პაციენტს აქვს თავის ტვინის მეტასტაზური დაზიანება მაშინ გასარკვევია მეტასტაზების რაოდენობა (1, 2 , 3, 4 თუ 4 –ზე მეტი), მათი ზომა, ლოკალიზაცია და კონტროლირებადია თუ არა პირველადი კერა. ამ ყოველივედან გამომდინარე მოხდება მკურნალობის დაგეგმვა.
ორივე შემთხვევაში პაციენტი პალიატურ მკურნალობას ექვემდებარება მისი სიცოცხლის გახანგრძლივების და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი და მისი ფიზიკური მდგომარეობა.
ჩვენი რჩევაა ჩაიტაროთ კლინიკური ონკოლოგის, ნეიროქირურგის და რადიაციული ონკოლოგის კონსულტაცია, რომ დაისვას ზუსტი დიაგნოზი და შეირჩეს მკურნალობის სწორი ტაქტიკა.გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!