მოგესალმებით,
თერმორეგულაციის მექანიზმის დარღვევა, ყველაზე ხშირად სისხლძარღვების პათოლოგიებთანაა დაკავშირებული. სისხლის ცუდი მიმოქცევის გამომწვევ დაავადებებს შორის გვხვდება გულ–სისხლძარღვთა სისტემაში დარღვევები, ვეგეტო–სისხლძარღვოვანი დისტონია, ნერვული მოშლილობები, ვენების ვარიკოზული გაფართოება, ჰიპოტენზია (დაბალი წნევა) და ათეროსკლეროზი.
ცივი და ხშირად ოფლიანი კიდურები ენდოკრინული სისტემის პათოლოგიაზე მეტყველებს, ამ დროს საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე ანალიზი.
ხელებისა და ფეხების სიცივე შეიძლება რკინადეფიციტური ანემიის შედეგიც იყოს.
თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოირიცხება, მაშინ კარგ ეფექტს იძლევა , კონტრასტული შხაპი, ხოლო ძილის წინ ზღვის მარილის დამამშვიდებელი აბაზანა. მნიშვნელობა აქვს კვებასაც – მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, წიწიბურა (მდიდარია რუტინით, კედლებსა და კაპილარებს ამაგრებს), ვაშლი, გარგარი.
სასურველია გამორიცხოთ ანემია, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, და შემდეგ მიმართოთ ანგიოლოგს.
გასათვალისწინებელია კიდევ ერთი პათოგენეზური ფაქტორი – ხშირ შემთხვევებში , ე.წ. რეინოს დაავადება, დაკავშირებულია ჰელიკობაქტერიის არსებობასთან, რომლის გამოსავლენად საჭიროა გასტროენტეროლოგთან ვიზიტი.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა ექიმი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში სპეციალისტებთან ვიზიტი.
კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, ფარისებრი ჯირკვლის კვლევაზე ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-/31342
დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაგვიკაშირდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, მუდმივად მეყინება ხელები, ფეხები და რაც ყველაზე მთავარია, ძირითად შემთხვევაში სულ ,,ოფლიანი” მაქვს. რამე დაავადების უნდა მეშინოდეს თუ არა?
პასუხი: