ტრავმატოლოგიური პათოლოგია - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა.მყავს 13 წლის ბიჭი, რომელსაც ახლახანს შევამჩნიე ფეხის ტერფის გვერდითა ნაწილში ძვალი გამოწეული.რას შეძლებოდა გამოეწვია.რამე საშიში არის თუ არა.
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც ჩანს უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს ტერფის დეფორმაციასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ანალოგიურად გიპასუხებთ.
პირველადი ვიზუალაური დათვალიერებისა და შეფასების გარეშე, მითუმეტეს დისტანციურ რეჟიმში დიაგნოსტირება გაგვიჭირდება.
უნდა მიმართოთ ტრავმატოლოგს, სავარაუდოდ საჭირო იქნება რენტგენოლოგიური კვლევა, ზუსტი დიაგნოზისათვის.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25 

მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას, "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა