მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ტროფიკული წყლული საკმაოდ ფართო ცნებაა და ქსოვილთა კვების დარღვევით გამოწვეულ შეუხორცებელ ჭრილობას, კანისა და რბილი ქსოვილების დეფექტს ნიშნავს.
ტროფიკული წყლულების 80% ვენური წყლულების წილად მოდის, რაც ვენური უკმარისობის ბოლო სტადიაა. წყლული შესაძლოა განვითარდეს არტერიული პათოლოგიის ფონზეც, ქრონიკული არტერიული უკმარისობის დროს. ცალკე გამოყოფენ დიაბეტური ტერფის თანმხლებ წყლულებს. წყლული შესაძლოა წარმოიშვას სისტემური დაავადებების – რევმატოიდული ართრიტის, ვასკულიტის, ოსტეომიელიტის – და კანის სიმსივნის შედეგადაც, თუმცა მათი გავრცელება საკმაოდ მცირეა. არსებობს იშვიათი წყლულებიც, მაგალითად, მარტორელის წყლული, რომელიც ავთვისებიანად მიმდინარე არტერიული ჰიპერტენზიის დროს ჩნდება და სხვა.
დაავადების განვითარების მექანიზმი, გამომწვევის კვალობაზე, სხვადასხვაა.
ნორმაში სისხლი ზედაპირული ვენებიდან პერფორანტულის გავლით ღრმა ვენებში გადადის, საიდანაც გულისკენ მიედინება. როდესაც ვენურ სისტემაში მიზეზთა გამო წნევა იმატებს, ხდება სისხლის უკუდენა, ანუ ვენური სისხლი ღრმა ვენებიდან პერფორანტულის გავლით კანქვეშა ვენებისკენ მიედინება, თუ კანქვეშა ვენებში წნევამ მეტისმეტად მოიმატა, ვენის კედლიდან მიგრირებენ სისხლის ფორმიანი ელემენტები, მათ შორის – ლეიკოციტებიც. მათი დაშლის პროდუქტები კი ძალზე ტოქსიურია. სწორედ ეს იწვევს ქსოვილების დაზიანებას და წყლულის წარმოშობას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ორშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: მაქვს მარცხენა ფეხი კოჭიდან მუხლამდე გასიებული მაქვს ძლიერი ტკივილები ასევე მაქვს ტროპიკული წყლული მაგრამ მაინდამაინც არ მტკივა ფეხი საშინლად მიხურს ამ ფეხზე აგრეთვე მაქვს განაკეთები სახსრის ოპერაცია მაგრამ ეს ერთი თვეა რაც გამისივდა ფეხი ვიყავი ექიმთან ვსვავ წამლებს მაგრამ არ მშველის იქნებ მითხრათ რა დაავადებაა მადლობა
პასუხი: