კითხვა: ტუჩის გადიდება მოგესალმებით. მინდა ტუჩის ოდნავ გადიდება, თუმცა ატეხილია ბუმი რომ ფილერი იწვევს სიბრმავეს თუ ის მოხვდა არტერიაში. და ქვედა ტუჩს ასახელებენ საშიშ ზონად. მაინტერესებს რამდენად სიმართლეა და ზედა ტუჩი არ არის საშიში ზონა?
პასუხი:
მოგესალმებით,
ფილერი ანუ დერმული შემავსებელი - ეს არის ნივთიერებები, რომლებიც კანქვეშ შეჰყავთ ნაოჭების ან დეფექტების ამოსავსებად.
კორექციის ამ მეთოდს კონტურული პლასტიკა ეწოდება. კონტურული პლასტიკა ესთეტიური მედიცინის ნაწილია და კოსმეტოლოგიასა და პლასტიკურ ქირურგიას შორის გარდამავალი პოზიცია უკავია.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არ არის დაკავებული პლასტიკურ–ესთეტიკური ქირურგიით, აქედან გამომდინარე რთულია ამომწურავი პასუხის გაცემა.
რეკომენდაციისათვის, უმჯობესია მიმართოთ შესაბამის კლინიკებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!