მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა იწვევს თვალის ტკვილს;
- რა არის ჯიბლიბო;
- ინფექციის გამომწვევი;
- ოფთალმოლოგიური აქცია.
ზოგადად, თვალის ტკვილი შესაძლოა სხვადასხვა მიზეზით გამოვლინდეს. მათ შორისაა – თვალის სტრუქტურების პათოლოგიური ცვლილებები, დაღლილობა, თვალის მამოძრავებელი ნერვის, საძილე არტერიისა და მისი ტოტების დაზიანება და ა.შ.
ყველაზე ხშირად თვალის ტკივილს თვალის კუნთების გადაღლა, კონტაქტური ლინზებით კაკლის დაზიანება, არასწორად შერჩეული სათვალე იწვევს.
თვალის ტკივილი სხვადასხვანაირია: საკმაოდ ძლიერიც შეიძლება იყოს და მხოლოდ სიმძიმის ან მსუბუქი დისკომფორტის შეგრძნებითაც გამოიხატებოდეს. თვალის ტკივილის გამომწვევი შესაძლოა იყოს:
- ალერგია;
- ქუთუთოების ანთება;
- საცრემლე სადინარის დახშობა;
- ქალაზიონი;
- რქოვანას ცვეთა;
- გლაუკომა;
- თვალის ფერადი გარსის ანთება;
- კონიუნქტივიტი.
დიახ, შესაძლოა თვალის ტკივილი გამოიწვიოს ჯიბლიბომ, თუმცა, დასაზუსტებელია, ეს მხოლოდ ვარაუდია თუ ვიზუალურად ხედავთ შეშუპებულ ქუთუთოს?
ჯიბლიბოს იწვევს ქუთუთოს ცხიმოვანი ჯირკვლების ინფექცია. ამ ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევია სტაფილოკოკური ბაქტერია.
თუ საქმე ეხება ჯიბლიბოს, არასწორი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა, რეგიონულ სისხლძარღვოვან სისტემაში ინფექციის გავრცელებითაც გართულდეს. ამიტომ, გირჩევთ, თავი აარიდოთ თვითმკურნალობას.
შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკაში კვალიფიციურ ოფთალმოლოგს, რომელიც დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
ზუსტი დიაგნოსტირებისთვის, კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ოფთალმოლოგიურ კვლევებს მხოლოდ 30 ლარად! ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gtavazobt-oftalmologis-konsultacias/31685
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!