უროლოგიური პრობლემა - უროლოგია

კითხვა: დილით გამონადენი მაქვს, რა მჭირს და ვის მივმართო მირჩიეთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მამაკაცის სასქესო ორგანოდან ნებისმიერი სახის გამონადენი პათოლოგიურად მიიჩნევა და ექიმის კონსულტაციას მოითხოვს.
გამონადენი ყოველთვის შარდსადენი მილის ანთების, ურეთრიტის, შედეგია, თავად ურეთრიტს კი სხვადასხვა ეტიოლოგია აქვს.
ასეთ დროს, პირველი და ყველაზე ინფორმაციული გამოკვლევაა ნაცხის ანალიზი. საჭიროა როგორც ბაქტერიოსკოპია, ისე ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, ვინაიდან სხვადასხვა გამომწვევის აღმოსაჩენად დიაგნოსტირების სხვადასხვა მეთოდია ინფორმაციული.
მკურნალობა სხვადასხვაგვარია და დაავადების გამომწვევზეა დამოკიდებული. ამიტომაც გვჭირდება გამომწვევის ზუსტი იდენტიფიცირება – უნდა ვიცოდეთ, რომელი ბაქტერიის, უმარტივესისა თუ ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობა დავნიშნოთ.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ უროლოგთან უფასო კონსულტაციას, სადაც ექიმი შეაფასებს თქვენს ზოგად მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ამის შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება, გამომწვევი მიზეზის დადგენა და მკურნალობის სწორი მეთოდის განსაზღვრა.
უროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა