ვიზიტი მამოლოგთან - ორსულობა

კითხვა: გამარჯობა. გავიგე ვარ ორსულად და პატარას ვცდილობ ძუძუს დავანებებინო თავი. გამოვიწველე მაგრამ საშინელი ტკივილი მაქვს ორივე მკერდის. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე? მარჯვენა ძუძუ ცოტა გამაგრებულია
პასუხი:

მოგესალმებით, 

ასეთ შემთხვევაში, ძუძუთი კვება, მათ შორის ე.წ „გამოწველაც“ უნდა შეწყდეს, რადგან ამ დროს ხდება საშვილოსნოს ტონუსის მატება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს თვითნებითი აბორტი.

თქვენს მიერ აღნიშნული სიმპტომი, რომ გამაგრებული გაქვთ მკერდი და გტკივათ, შესაძლოა ლაქტატოზიდან გამომდინარეობდეს, რაც  წარმოიქმნება იმის, გამო, რომ ხდება რძის ნაკადის დაცობა, თუ ლაქტოსტაზის ლიკვიდირება დროულად არ მოხდა, შესაძლოა იგი გადაიზარდოს მასტიტში.

დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა რთულია, ამიტომ შემოგთავაზებთ მამოლოგიურ სკრინინგს მიზერულ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა