მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- როგორ მოქმედებს ვეივევიტი ორგანიზმზე;
- თმის ცვენის დიაგნოსტირების მეთოდები;
- აქცია-შეთავაზება ფარისებრი ჯირკვლის კვლევებზე.
„ვეივევიტი“ორგანიზმზე მოქმედებს შინაგანად, დაავადების პათოგენეზურ რგოლზე და აქვს ხანგრძლივი, თერაპიული ეფექტი. იგი შეიცავს ისეთ ბუნებრივ კომპონენტებს, რომლებიც მონაწილეობენ უშუალოდ კანის, ფრჩხილისა და თმის ფორმირებასა და გაჯანსაღებაში.
მოგახსენებთ, რომ ნებისმიერი პრეპარატი ინიშნება თერაპიული დოზით, რომელსაც არჩევს შესაბამისი ექიმი, საჭიროებიდან გამომდინარე. სპეციალისტი იმავდროულად ითვალისწინებს ჩვენებებს, უკუჩვენებებსა და გვერდით მოვლენებს.
ზოგადად კი, ვეივევიტის დოზირება, მისი ანოტაციის მიხედვით არის 2 ტაბლეტი დღეში, კვების დროს, მკურნალობის ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად, 30 ტაბლეტის ამოწურვის შემდეგ, მდგომარეობა უნდა გადამოწმდეს დინამიკაში.
კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა მიმართოთ იმ სპეციალისტს, რომელმაც რეკომენდაცია გაუწია ვეივევიტს, ხოლო თუ დამოუკიდებლად მკურნალობთ, გაითვალისწინეთ, რომ რიგ შემთხვევაში მხოლოდ ვიტამინურ-მინერალური კომბინაცია საკმარისი არ არის.
თმის ცვენის დიაგნოსტირება ემყარება ანამნეზს, კლინიკურ სურათს, კვლევის სხვადასხვა მეთოდის მონაცემებს, მათ შორისაა:
- ტრიქოგრამა;
- სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
- ჰორმონული გამოკვლევა;
- კანის პათომორფოლოგია.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ხოლო თუ არ გყავთ, შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და აქციის ფარგლებში, ისარგებლოთ ფარისებრი ჯირკვლის კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებზე ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-60-larad/31342
უშუალო ვიზიტის დროს, დახმარებას გაგიწევთ ენდოკრინული ქირურგი კობა ცუცქირიძე.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!