მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. სავარაუდოდ საქმე ეხება სისხლძარღვოვან პათოლოგიას.
შესაძლოა საქმე ეხებოდეს ფლებიტს, რომელიც ვენების დაავადებაა, რის დროსაც მიმდინარეობს სისხლძარღვების კედლების ანთებითი პროცესები სისხლის ცირკულაციის დარღვევების შედეგად.
ჩვენს კლინიკაში, ფუნქციონირებს კიდურის შემანარჩუნებელი მიმართულება, რომელიც არტერიული დაზიანებების მქონე პაციენტებს მაღალი ტექნოლოგიებისა და მინიმალური ჩარევის საშუალებით სისხლის მიმოქცევის აღდგენაში ეხმარება.
კლინიკაში დანერგილია ენდოვასკულური მეთოდი – განაკვეთისა და ზოგადი ანესთეზიის გარეშე დახშული სისხლძარღვების მკურნალობა.
შესაბამისად, პაციენტს შეუძლია მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში, ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ექიმი ვიზიტისას შეაფასებს მდგომარეობას და მამათქვენთან ერთად დაგეგმავს მკურნალობის შემდეგ ეტაპებს.
ვიზიტისას, თუ გამოიკვეთება სისხლძარღვების დოპლეროგრაფიით კვლევის საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/21
ანგიოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა სამშაბათი, აუცილებელია წინასწარი ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !