ვიზიტი ენდოკრინოლოგთან - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა ვარ 16 წლის 1.63 როგორი სიმაღლეა ჩემი ასაკისთვის და არის თუ არა შანსი რომ კიდე გავიზარდო?
პასუხი:

მოგესალმებით,
ზოგადად, ადამიანის სიმაღლეზე მოქმედებს როგორც გენეტიკა, ისე გარემო ფაქტორები.
თუ ამ ეტაპზე თქვენი სიმაღლის მონაცემი არ გაკმაყოფილებთ, სულიერად ნუ გატყდებით, რადგან არავინ იცის რა სიმაღლის გაიზრდებით თქვენი ფიზიკური სიმწიფის (23-26 წლის ასაკამდე) დასრულებამდე.
თავი აარიდეთ ისეთ გარემო მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება სიმაღლეში ზრდა შეაფერხონ.
აუცილებელია სწორი და ჯანსაღი კვება.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" ენდოკრინოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მოგცემთ სათანადო რჩევა–დარიგებას.
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
იქიდან გამომდინარე, რომ ბრძანდებით არასრულწლოვანი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ვალდებულნი ვიქნებით, საქმის კურსში ჩავაყენოთ თქვენი მშობელი ან კანონიერი მეურვე.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა