ვიზიტი კარდიოლოგთან - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა.ვარ 25 წლის.ადრე მაწუხებდა გულის აჩქარება ძლიერი ბიძგებით.ეხლა კი ტკივილი მაქვს ჩხვლეტის მაგვარი.გულის წნევა 90-100–მდე ადის და თავის კი სტაბილური 110.ასე ახლოს როცა სუნთქვაც მიჭირს.საშიშია ვითომ და საჭიროებს ექიმთან ვიზიტს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ჩვეულებრივ, ასაკთან ერთად წნევა მატულობს, მასზე მოქმედებს ფიზიკური და ემოციური დატვირთვებიც, თუმცა დადგენილია, რომ იმ ადამიანებში, ვინც ცხოვრების განმავლობაში სისტემატურად ეწეოდა მძიმე ფიზიკურ შრომას და ასევე სპორტსმენების შემთხვევაში, ასაკთან ერთად წნევა კი არ მატულობს, პირიქით, მცირდება 100-90-მდე, დიასტოლური კი - 60-ს, ზოგჯერ კი 50-საც კი უტოლდება.
არტერიული წნევის ცვლილებას, როდესაც ის მყარად მომატებულია, არტერიული ჰიპერტენზია ჰქვია, მის მყარ დაქვეითებას კი არტერიულ ჰიპოტენზიად მოიხსენიებენ.
დასაწყისში წნევის მყარი ცვლილება თითქმის ყოველთვის შეგუებით-თავდაცვითი რეაქციაა, რომელიც მოსალოდნელი პათოლოგიური პროცესის ჩამოყალიბებაზე მიგვანიშნებს.
ზოგადად, ნორმაში პულსური წნევა (სხვაობა სისტოლურ და დიასტოლურ წნევებს შორის) მოსვენებულ მდგომარეობაში 35-50 ვწს შეადგენს. უფრო დაბალი პულსური წნევა, თუ მას მუდმივი ხასიათი აქვს პათოლოგიაა. თუ თქვენ სწორად ზომავთ წნევას და სხვაობა მხოლოდ 10 არის, რეკომენდირებულია კარდიოლოგთან კონსულტაცია.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ გამოკვლევას 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად, რომელშიც შედის:

  • ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია;
  • ექოკარდიოგრაფია;
  • ელექტროკარდიოგრაფია;
  • გლუკოზას განსაზღვრა სისხლში;
  • ლიპიდური სპექტრი;
  • კრეატინინი.

აქცია ძალაშია ყოველ შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა