ვიზიტი კარდიოლოგთან - კარდიოლოგია

კითხვა: მაინტერესებს როგორ ვუმკურნალოთ გულჩვილობას ყოველთვის გული მიცემს არასწორად და შიშის გრძნობა მაქვს
პასუხი:

მოგახსენებთ რომ, ზოგადად, გულჩვილობა დამახასიათებელია ბავშვთა ასაკისათვის და ზრდასრულ ადამიანებში იგი იშვიათია.
გარდა იმისა, რომ აღნიშნავთ „გული მიცემს არასწორად და შიშის გრძნობა მაქვს“ , ხომ არ დაერთვის მას სხვა სიმპტომებიც, როგორებიცაა: ოფლიანობა, ფიზიკური სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება, ტკივილი მუცელში, შებერილობა, ხველა.
თუ ჩამოთვლილთაგან არცერთი სიმპტომი არ იჩენს თავს, შესაძლოა ვიფიქროთ, რომ საქმე ეხება არითმიას ან ნევროზს.
მიმოწერის რეჟიმში ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია, ამიტომ სასურველია პირველ რიგში გამოირიცხოს კარდიოლოგიური პათოლოგიები, ხოლო შემდეგ მკურნალობაში ჩართოთ ნევროლოგი.
ამ მიზნით შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ გულ–სისხლძარღვთა სისტემის კვლევებზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad 

კარდიოლოგიური პრობლემების გამორიცხვის შემთხვევაში, მკურნალობაში ჩაერთვება ნევროლოგი, რომელთანაც კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ პარასკევს. 

უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა