ვიზიტი კარდიოლოგთან - კარდიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, მაქვს ასეთი შეკითხვა, დედაჩემს (53წ) აქვს გუკის არეში ძლიერი ტკივილები,სიმძიმის შეგრძნება,კუჭის არეში ტკივილი,უბუჟდება ხელიც,აგრეთვე ტკივილს გრძნობს ზურგის არეში,განსაკუთრებით უმწვავდება ფიზიკური დატვირთვის დროს,აქვე დავძენ ,რომ აქვს ფარისებრი ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემები,მაინტერესებს ხომ არ არის სტენოკარდიის ნიშნები და ნევროზსს თუ ახასიათებს ასეთი სიმფტომები?მადლობა წინასწარ!
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, თქვენს მიერ აღნიშნული სიმპტომების გათვალისწინებთ, სავარაუდოდ, გამომწვევი მიზეზია კარდიოლოგიური პათოლოგია.
მიზეზი შეიძლება იყოს:

  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • სტენოკარდია (ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც გროვდება არტერიების შიდა კედლებზე და გულის კუნთს უზღუდავს სისხლის მიწოდებას);
  •  აორტის აშრევება (აორტის, გულის მთავარი არტერიის შიდა შრეების გაცალკევება);
  •  პერიკარდიტი (გულის შემომსაზღვრელი შრის ანთება) და ა.შ.

თუმცა, გულმკერდის არეში ტკივილი ყოველთვის კარდიული მიზეზით არაა განპირობებული და შესაძლოა მიზეზი იყოს არაიშემიური.
როგორც მოგვითხრობთ, დედას აქვს „სიმძიმის შეგრძნება კუჭის არეში ტკივილი“ . იქიდან გამომდინარე, რომ გულსა და კუჭს აქვთ საერთო ინერვაცია, შესაძლოა ტკივილი გადაეცემოდეს გულს.
ნებისმიერი სახის ტკივილი გულმკერდის არეში საყურადღებოა და დროულ რეაგირებას საჭიროებს, რათა თავიდან აირიდოთ მდგომარეობის კიდევ უფრო მეტად გაუარესება.
ჩვენი კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ კარდიოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
კვლევის შემდეგ დიაგნოსტირება გამომწვევი მიზეზები და დედას დაენიშნება შესაბამისი მკურნალობა.
საჭიროების შემთხვევაში კი, შესაძლოა მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგი.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა