ვიზიტი მამოლოგთან - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა, პირველ რიგში უღრმესი მადლობა რომ არსებობთ <3 მოკლედ, ჩემი პრობლემა მდგომარეობს შემდეგში : ივლისის ბოლოს შევამჩნიე რომ მკერდის თავები გამიმუქდა ( ვარ 26 წლის, ქალიშვილი) , ვიცი რომ ეს ორსულობის დროს შესაძლებელია , მაგრამ ორსულად არ ვარ, გამორიცხულია ეს, ამიტომ წავედი მამოლოგთან, გადავიღე ექოსკოპია მკერდზე და არაფერი გამოჩნდა წარმონაქმნი. მამოლოგმა მითხრა ანგიოლოგს გაესინჯეო. დღეს გავიკეთე კოაგოლოგრამას ანალიზი და შედეგი ასეთია : PT _12.7 , დასაშვები ნორმა 12.5_17.9 sec. PI_ 99%, დასაშ.ნორმ. 70_115%. INR_ 1,0 , დასაშ.ნორმ 0,9_1,5. APTT _33,0 დასაშ.ნორმა <41 sec. TT_ _ (აქ ტირეა გასმული მხოლოდ) დასაშ.ნორმ < 30 sec. Fibrinogen 274. დასაშვები ნორმა 200_400 mg/dl. ჩემი კითხვაა : 1) ამ ანალიზის პასუხებით, ყველაფერი ნორმაშია თუ არა? 2) რაიმე საეჭვო ხომ არ იკვეთება? 3) თუ ყველაფერი ნორმაშია და სისხლძარღვებზე არ მაქვს პრობლემა, აღნიშნული სიმპტომებით რომელი პროფილის ექიმს უნდა მივაკითხო? აღვნიშნავ, რომ არ მაწუხებს არ მტკივა, მხოლოდ ფერი აქვს აშკარად გამუქებული.
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც წინა შეტყობინებაში უკვე მოგახსენეთ, სასურველია გავეცნოთ თქვენს ყველა გამოკვლევას, რათა სრული სურათი შეიქმნას.
გინეკოლოგიურ საკითხთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მობრძანდეთ უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ სამშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით.
რაც შეეხება მკერდის თავების გამუქებას, ეს თავისთავად პათოლოგიად არ უნდა ჩავთვალოთ .ყველა ქალს ერთი სიმუქის კერტები არ აქვს და დამოკიდებულია პიგმენტ მელანინის წარმოქმნაზე . შესაძლოა ზაფხულში ეს პროცესი მზის ზემოქმედებით დაჩქარდა . რაკი ნამყოფი ხართ მამოლოგთან და მან საგანგაშო ვერაფერი ნახა, შეგიძლიათ არც ინერვიულოთ. ანალიზი კი ნორმის ვარიანტს აჩვენებს, ამით არაფერი ვლინდება .
ასე, რომ შეგვიძლია გირჩიოთ მხოლოდ ერთი, ალტერნატიული აზრის მოსასმენად გაესინჯეთ ჩვენი კლინიკის მამოლოგს, თამილა როინიშვილს, რომელიც განსაზღვრავს, არის თუ არა საჭირო დამატებითი კვლევები და მოგცემთ რეკომენდაციას მკურნალობის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა