მოგესალმებით,
თვალების ტკივილი შეიძლება, იყოს როგორც ზედაპირული, ისე თვალის შიგნითა სტრუქტურების მომცველი. თვალის ზედაპირულმა ტკივილმა შეიძლება გამოიწვიოს ქავილის სურვილი და იყოს მწველი ან გამჭოლი, მიზეზი შეიძლება იყოს უცხო სხეული, ინფექცია ან ნებისმიერი ფაქტორი , რაც გააღიზიანებს და ანთებას გამოიწვევს თვალის მემბრანაზე.
ზოგადად გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:
- ალერგია;
- საკონტაქტო ლინზებთან დაკავშირებული პრობლემები;
- რქოვანას ცვეთა (თვალის გამჭვირვალე გარსის, რქოვანას ზედაპირული შრეების აქერცვლა);
- მშრალი თვალის სინდრომი;
- გლაუკომა;
- კონიუნქტივიტი;
- უვეიტი (თვალის შუა ნაწილის ანთება).
დისტანციურად ზუსტად დიაგნოსტირება, კლინიკური კვლევების გარეშე შეუძლებელია, ასევე, გამომწვევი მიზეზის დადგენის გარეშე, თვალის წვეთებზე მითითებას ვერ მოგცემთ. ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, სადაც ჩაგიტარდებათ პირველადი გამოკვლევები, დაზუსტდება ან გამოირიცხება ოფთალმოლოგიური პრობლემები და დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.
ოფთალმოლოგთან უფასო კონსულტაციის დღეებია ოთხშაბათი და ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !