ვიზიტი ოტო-რინო–ლარინგოლოგთან - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: გამარჯობა,დედაჩემს რომელიც არის69 წლის სდის ცხვირიდან სისხლი,დაახლოებით ერთი თვის წინ დაეწყო ეს,დღეში ერთხელ სდიოდა,ამ ბოლო დღეებში გაუხშირდა დღეში 5-6 ჯერ სდის,წნევის ცვლილებები არ აქვს(როგორიც ჰქონდა ისეთივე აქვს)რისი ბრალი შეიძლება იყოს ან რომელ ექიმს უნდა მივმართოთ?
პასუხი:

მოგესალმებით!
ცხვირიდან სისხლდენა საკმაოდ გავრცელებულია, ვინაიდან ცხვირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსი მდიდარია სისხლძარღვებით, რომლებიც ზედაპირთან ძალიან ახლოს არის განლაგებული. ისინი ძალიან სუსტია და მათი მთლიანობა ადვილად ირღვევა. სისხლდენას სწორედ მათი დაზიანება იწვევს. ეპისტაქსისის ( ცხვირიდან სისხლდენის ) გამომწვევი მიზეზებია:

  • ცხვირის ღრუს უცხო სხეულით დახშობა;
  • ალერგიული რეაქცია;
  • ცხვირის ტრავმა;
  • მწვავე და ქრონიკული სინუსიტი (ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთება);
  • გამრუდებული ძგიდე;
  • ალერგიის საწინააღმდეგო ცხვირის წვეთების ხშირი გამოყენება;
  • ჰემოფილია და სხვა ისეთი პათოლოგიები, რომლებიც სისხლდენისადმი მიდრეკილებას ზრდის;
  • ცხვირის პოლიპები;
  • ემოციური ან ფიზიკური დატვირთვა.

როგორც აღნიშნავთ, წნევის ცვლილება არ აქვს პაციენტს, სისხლდენას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს, მოუწესრიგებელი არტერიული წნევის გარდა, ჰორმონულმა დისბალანსმა, ხერხემლის პრობლემებმა, საზოგადოდ, ყველაფერმა, რაც არღვევს სისხლის ცირკულაციას, ზრდის წნევას ცხვირის კაპილარებში და მათ გახეთქვას იწვევს.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან ვიზიტზე, რომელიც უშუალო კონსულტაციისას, შეკრებს ანამნეზს, ჩაგიტარებთ სრულფასოვან გამოკვლევას და დაგინიშნავთ მკურნალობას.ხოლო თუ გამოირიცხა ლოკალური მიზეზები, მაშინ აუცილებელი იქნება ჰემატოლოგის კონსულტაცია და სისხლის სათანადო კვლევების ჩატარება .
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა