ვიზიტი პულმონოლოგთან - პულმონოლოგია

კითხვა: გამარჯობა.ძალიან მაწუხებდა სისუსტე და ტანში მტვრევის შეგრძნება.იშვიათად დაბალი სიცხე-მაგრამ მუდმივი სიცივის შეგრძნება და შინაგანი დისკომფორტი.პილტვებზე მოსმენით ანთება გამოირიცხა.მაგრამ გადავიღე რენდგენი და მარჯვენა ფილტვის ზედა ნაწილში ჩანდა "ფიბროზული ზონარი".თუ შეგიძლიათ გამარკვიოთ რას ნიშნავს ეს კონკრეტულად და რა სირთულის საშიშროებას წარმოადგენს ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის?.ამჟამად ვიღებ ანტიბიოტიკებს.დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში რთულია პასუხის გაცემა, თუმცა „ფიბროზული ზონარის“ არსებობა ყურადღების მიღმა დასატოვებელი არ არის .
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ფტიზიატრ–პულმონოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც დაზუსტდება თქვენი დიაგნოზი და შევძლებთ ამომწურავად გიპასუხოთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა