ვიზიტი სპეციალისტთან - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა მარჯვენა მკერდზე წელიწადზე მეტია პატარა შარიკივით მკონდა რომელიც ხელის დადებით შეიგრძნობოდა.სხვაგვარად არ მაწუხებდა. დღეს საღამოს ჩემს პატარა ბავშვს პამპერსს ვუცვლიდი და ფეხი მომიქნია და პირდაპირ მკერდში მომხვდა.მეტკინა და ის ადგილი ხელით მოვისინჯე და ის გამაგრება ვეღარ ვიგრძენი.თუ შეგიძლიათ რ ამე მირჩიოთ.მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შუძლებელია. თუმცა, თქვენი მონათხრობიდან გამომდiნარე, რაკი პატარა გყავთ, შესაძლოა საქმე ეხება მასტოპათიას. იგი კეთილთვისებიანი დაავადებაა, რომელიც ჰორმონული დისბალანსის ფონზე ვითარდება.
დარტყმის შედეგად კი, კვანძმა შესაძლოა მკერდის არეში უფრო ღრმად გადაინაცვლა ,ან შესაძლოა ეს ყოფილიყო მცირე ცხიმგროვა,რომელიც დაიშალა .
ნებისმიერ შემთხვევაში, უმჯობესია უშუალო კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.
ჩვენი კლინიკა "ახალი სიცოცხლის" აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ მამოლოგის კონსულტაციასა და 2D მამოგრაფიაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31451/mamologis-konsultacia-da-2D-mamografia-44-larad-  
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა