ვიზიტი ტრავმატოლოგთან - ტრავმატოლოგია

კითხვა: 5 წლის წინ მოვყევი ავარიაში მარჯვენა ბარძაყი მქონდა დაჟეჟილი დამრჩა გამობერილი და მიდიდდება. მაინტერესებს რამდენად საშიშია მეშინია უკვე ექიმთან მისვლის. და პირველ რიგში ქირურგის კონსულტაციაა საჭირო თუ რა იქნებ დამაკვალიანოთ მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
საკმაოდ რთულია ასეთ სერიოზულ საკითხზე, დისტანციურად ამომწურავად გესაუბროთ.
საჭიროა დაზიანებული არის რენტგენოგრაფიული სურათი და რბილი ქსოვილების ექოსკოპიის ჩატარება, რაც მოგვცემდა საშუალებას გაგვერკვია შეშუპების გამომწვევი მიზეზები.
შესაძლოა ტრავმის შედეგად დაზიანებულიყო რბილი ქსოვილები , კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთები და კაპილარული სისხლძარღვები. ასევე შესაძლოა დაზიანებული იყოს ძვლის ან ძვლისსაზრდელას სტრუქტურები .
მიუხედავად იმისა, რომ გეშინიათ ექიმთან მისვლა, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია და არ გადადოთ ვიზიტი, რათა თავიდან აირიდოთ, მდგომარეობის გაუარესება, რაც რა თქმა უნდა, მკურნალობის ვადებსაც გაახანგრძლივებს.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, შეფასდება თქვენი მდგომარეობა ობიექტურად, დიაგნოსტირებისათვის დაგენიშნებათ კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები და შემდგომ, ექიმი–ტრავმატოლოგი თავად მოგაწოდებთ ინფორმაციას, მკურნალობის მეთოდთან დაკავშირებით.საჭიროების შემთხვევაში ჩაირთვება ზოგადი ქირურგი ან სხვა სპეციალისტი .
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა