კითხვა: მოგესალმებით. მეუღლემ მენჯ ბარძაყის ენდოპროთეზირება გაიკეთ ნოემბრის დასაწყისში . ტუბ საავადმყოფოში ამავდროულად წელიწადზე მეტია ტუბერკულიოზის პროგრამით მკურნალობს ოქროსფერი სტაფილოკოკი აღმოაჩნდა კბილის იმპლანტის ჩასმის შემდეგ. პირველი ორი თვე საგრძნობლად კარგად იყო ოპერაციის შემდეგ მერე გაუარესდა მდგომარეობა. რენდგენზე ნახეს ყველაფერი კარგადაა მაგრამ მორჩენის მაგივრად უარესად ტკივა ფეხი . მენჯიდან ეწყება და მიზე შესიებაც აქვს უმნიშვნელოდ. ხომ არ გვირჩევდით რამეს. წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:
მოგესალმებით,
ენდოპროთეზირება მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდია, რომელიც დაზიანებული სახსრის თანამედროვე მასალით (იმპლანტით) ჩანაცვლებას გულისხმობს , თუმცა სახსრის იოგოვანი აპარატი შენარჩუნებულია და შესაბამისად, ის სრულყოფილად ფუნქციობს.
მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტმა აუცილებელია, რომ კონსულტაცია გაიაროს მკურნალ ექიმთან, რათა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი და მიეცეს შესაბამისი მკურნალობის შესახებ რეკომენდაცია.
აუცილებად მიაკითხეთ მას, შესაძლოა, საჭირო გახდეს დამატებითი კლინიკური კვლევების ჩატარება, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/27
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !