მოგესალმებით,
წამწამების ცვენა საკმაოდ სერიოზული სიმპტომია და აუცილებლად საჭიროებს ყურადღებას.
პირველ რიგში, უნდა გაიაროთ ოფთალმოლოგთან კონსულტაცია და ჩაიტაროთ ლაბორატორიული კვლევა დემოდეკოზზე (პარაზიტული დაავადება) რათა საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს ანტიპარაზიტული მკურნალობა.
ხოლო, თუ გამოირიცხება ოფთალმოლოგიური პრობლემები, უნდა გამოიკვლიოთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დიახ, რა თქმა უნდა შესაძლებელია სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების შემდეგ, აღდგეს წამწამების ფენა.
ამ მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოფთალმოლოგთან კონსულტაციაზე, დემოდეკოზის გამორიცხვის შემთხვევაში, მკურნალობაში ჩაერთვება ენდოკრინოლოგი.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !