მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ ე.წ. „კრუნჩხვა“ , ჰიპერკინეზის ერთ-ერთი ფორმაა. მას ხშირად ახლავს თან მტკივნეული შეგრძნებები, რომლებიც ზღუდავს დაზიანებული კუნთის შრომისუნარიანობას. კრუნჩხვა უმეტესად აღმოცენდება წვივის, ბარძაყის, ტერფის, ზურგის, კისრისა და დუნდულა კუნთებში, რომლის ძირითადი გამომწვევი მიზეზია კალციუმის დეფიციტი.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით რა ასაკის ბრძანდებით და ხართ თუ არა პრემენსტრალურ პერიოდში, ზუსტი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
შესაძლებელია თქვენი სახსრებისა და ძვლების პრობლემები, უკავშირდებოდეს ოსტეოპოროზს ( ძვლოვანი მასის შემცირება ).
აქედან გამომდინარე, პირველ გესაჭიროებათ ენდოკრინოლოგი, რომელიც დაგეხმარებათ ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებაში.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ენდოკრინოლოგიურ კვლევაზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !