მოგესალმებით,
დასაზუსტებელია:
- როდის დაეწყო თქვენს მეუღლეს აღნიშნული პრობლემები;
- აწუხებს თუ არა წვასთან ერთად ტკივილი შარდვის დროს;
- შეცვლილია თუ არა შარდის ფერი;
- ხომ არ გრძნობს ტკივილს სათესლე ჯირკვლების არეში და ა.შ.
ტკივილი ან წვა შარდვის დროს მიგვანიშნებს საშარდე გზების ინფექციებზე , თუმცა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე ძნელი სათქმელია, სახელდობრ რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე, ასე რომ, აუცილებელია შესაბამისი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაც.
ანტიბიოტიკის სახეობა და დოზა კი დაავადების სიმპტომების, სირთულისა და გამომწვევის ტიპის შესაბამისად ირჩევა, რაც რა თქმა უნდა მხოლოდ ექიმის პრეროგატივაა.
გირჩევთ პაციენტი მობრძანდეს ჩვენს კლინიკაში უროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ობიექტური გასინჯვისა და ანამნეზური მონაცემების შეჯერების შემდეგ, დაისმება დიაგნოზი და დაგენიშნება შესაბამისი მკურნალობა.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/urologia/34
გაცნობებთ, რომ უროლოგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ პარასკევს, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!