წვის შეგრძნება ყურში

კითხვა: გამარჯობა. მაქვს ასეთი შეკითხვა: მარცხენა ყურში მაქვს მოჭერის და წვის შეგრძნწება, ხანდახან ქავილიც. ვიყავი ყელ-ყურის ექიმთან და ყურში არ გაქვსო პრობლემა. მირჩიეთ რა გამოკვლევა გავიკეთო და ვის მივმართო. იმ მხარეს კბილი მქონდა გაფუჭებული და იმას ვაბრალებდი. კბილი მოვიწესრიგე და წვა მაინც მაქვს. წინასწარ გიხდით მადლობას
პასუხი:
მოგესალმებით, ყურის ქავილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია სასმენ მილში გოგირდის დაგროვება (გოგირდის საცობი), გარეთა სასმენი მილის მიკოზი (სოკოვანი ინფექცია), გარეთა ყურის ქრონიკული ანთება, გარეთა სასმენი მილის ეგზემა, ფსორიაზი და ზოგიერთი ფორმის კონტაქტური დერმატიტი, ალერგია, შაქრიანი დიაბეტი, სასმენი აპარატის ასაკობრივი ცვლილებანი, აუტოინტოქსიკაციით მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ყურის იდიოპათიური ქავილი. შესაძლებელია გქონდეთ ოტიტი ( შუა ყურის ანთება). 
თქვენ აღნიშნავთ კბილის დაზიანებას და მიუხედავად მისი მოწესრიგებისა ,საფიქრებელია, რომ არ იყოს კბილის სტრუქტურის მიმდებარე, ყბის ძვლის დაზიანება, რომლის დადგენას გარკვეული კვლევები ესაჭიროება .
ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ ყბა–სახის ქირურგს, რომელთანაც  კლინიკის მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ უფასო კონსულტაცია , ვიზიტი უნდა დაგეგმოთ ხუთშაბათს, საჭიროების შემთხვევაში, ყბა სახის ქირურგი გადაგამისამართებთ ნევროლოგთან,  რომლის  კონსულტაცია პარასკევს ასევე უფასოა.  აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან  0 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა