ყურის დაგუბება - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: მოგესალმებით. მაწუხებს საშინელი ყურების დაგუბება.არ მაქვს გაციების ნიშნები. არც ვირუსი გადამიტანია. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
ყურის დაგუბებას შუა ყურის სტრუქტურებზე (დაფის აპკი) წნევითი ზეწოლა იწვევს, როდესაც წნევა შუა ყურში და ყურის გარეთ, გარემოში ბალანსირებული არ არის.
წნევის რეგულაცია კი ვიწრო მილის, ევსტაქის ლულის საშუალებით ხორციელდება.
ასევე, ყურების დაგუბება ხშირია ვირუსული და რესპირატორული დაავადებების ფონზე.
შესაძლებელია, აღნიშნულ ჩივილს იწვევდეს გოგირდის საცობის არსებობაც.
ყურის დაგუბება დროთა განმავლობაში იწვევს ყურის პათოლოგიებს. არ არის გამორიცხული შუა ყურში ანთებითი სითხე დაგროვდეს და შემდეგ, ამ სითხემ გამოიწვიოს სმენის დაქვეითება.
ამ დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია!
თავად შერჩეული ჩასაწვეთებელი წამლების გამოყენება ცუდ შედეგს იძლევა. ოტო-რინო–ლარინგოლოგთან მისვლა, გამოკვლევა და სწორი მკურნალობის ჩატარება კი, პრობლემებს თავიდან აგარიდებთ.
დააკვირდით, ყურის დაგუბებამ, დაახლოებით ათ დღეში, ან მაქსიმუმ, ორ კვირაში უნდა გაგიაროთ. თუ ამის შემდეგ პრობლემა რჩება, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დროული და სწორი ლიკვიდაცია.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაათვალიერებს სასმენ სისტემას ინსტრუმენტულად, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, დაგციკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა