კითხვა: გამარჯობა. მყავს 5 წლის გოგონა, სიმაღლეში არის 98 სმ. მისი ასაკის ბავშვებთან საკმაოდ დაბალია, მირჩიეთ რამე წამალი.
პასუხი:
მოგესალმებით,
ზოგადად, ბავშვის ფიზიკური განვითარებისას ნორმალური ზრდა ორგანოთა სისტემების ურთიერთკოორდინირებული ფუნქციონირების შედეგია. იგი განაპირობებს ძვლების სიგრძეში ზრდას და შეიძლება, დაირღვეს სხვადასხვა პათოლოგიისა თუ ფაქტორის შედეგად.
ზრდაში ჩამორჩენის მიზეზები ძალიან მრავალფეროვანია. ნორმალური ფიზიკური განვითარების პროცესის დარღვევა შეიძლება უკავშირდებოდეს ისეთ ფაქტორებს როგორიცაა:
- არასრულფასოვანი კვება;
- ჰორმონული დისბალანსი;
- ფსიქო-ნევროლოგიური ფაქტორები;
- გენეტიკური ფაქტორები და ა.შ.
თქვენს შემთხვევაში, თუ რა არის გამომწვევი მიზეზი, დიაგნოსტირებისთვის უნდა მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ენდოკრინოლოგს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/bavshvta-asakis-daavadebebi/25
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!