მაღალი წნევა – როგორ დავიცვათ თავი არტერიული ჰიპერტენზიისგან?

მაღალი წნევა – როგორ დავიცვათ თავი არტერიული ჰიპერტენზიისგან?

არტერიული ჰიპერტენზია ცნობილია „ჩუმი მკვლელის“ სახელწოდებითაც და სამწუხაროდ, ამ ზედმეტსახელს ნამდვილად ამართლებს.

მანამდე არ ვლინდება, ვიდრე ორგანიზმს არ დააზარალებს. არტერიული ჰიპერტენზია გულის, თავის ტვინის, თირკმელებისა და სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკ–ფაქტორს წარმოადგენს.

განსაკუთრებული ყურადღება მართებთ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, რადგან მაღალი წნევა, არტერიული ჰიპერტენზია დიდი სიხშირით სწორედ ამ ასაკიდან ვლინდება, ხოლო იშვიათად 30 წლამდე ახალგაზრდას რომ აწუხებდეს.

მაღალი წნევის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ლიკა ხოსროშვილი.   

„ჰიპერტონული დაავადების მიზეზების ფორმირება სრულად დადგენილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია მემკვიდრული წინასწარგანწყობის შერწყმა გარეშე ფაქტორების არასასურველ ზემოქმედებასთან, მაგალითად, ჭარბი წონა, ნერვული სტრესი, დიდი რაოდენობით სუფრის მარილის მოხმარება, ალკოჰოლი, სიგარეტი, შაქრიანი დიაბეტი, სისხლში ქოლესტერინის დონის მატება და ა.შ“, – აცხადებს ქალბატონი ლიკა.

წნევა და კვების რაციონი

ჰიპერტენზიით დაავადებულთა კვების რაციონი უნდა შედგებოდეს ხილისგან, ბოსტნეულისგან. სასურველია, მიირთვათ მაგნიუმით, კალციუმით, კალიუმით მდიდარი საკვები.

რეკომენდებულია დაბალი ცხიმის შემცველობის  რძის პროდუქტები, მცენარეული ცხიმებით მდიდარი საკვები. ასევე უნდა გააკონტროლოთ მიღებული და გამოყოფილი სითხის რაოდენობა.

სასარგებლოა ფიზიკური აქტივობა, თუნდაც სეირნობა ფეხით ყოველდღე, მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში.

სახიფათოა სიმსუქნე, აკონტროლეთ წონა!

მაღალი წნევა, ჰიპერტენზია და მისი სიმპტომები

უხშირესად გაურთულებელი ჰიპერტენზია მიმდინარეობს ასიმპტომურად.

სიმპტომები, რომელიც თან ახლავს ჰიპერტენზიას შემდეგია:

  • თავის ტკივილი;
  • ყურებში ხმაური;
  • თავბრუსხვევა;
  • საერთო სისუსტე;
  • გულის ფრიალი;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • მხედველობის დაბინდვა;
  • ძილიანობა;
  • კიდურების დაბუჟება;
  • ასევე ხშირად მანიფესტირდება ცხვირიდან სისხლდენით.

არტერიული ჰიპერტენზიის ფონზე გაზრდილია ინსულტის, ინფარქტის და გულის უკმარისობის შემთხვევები.

 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კარდიოლოგს ლიკა ხოსროშვილს ნომერზე 577 37 33 35.

გისურვებთ ჯანმრთელობას!