- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
თვალი ერთ–ერთი ყველაზე ფაქიზი ორგანოა და გაფრთხილება სჭირდება.
სამწუხაროდ, თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმი და მისგან გამოწვეული სტრესი უარყოფითად აისახება თვალის ჯანმრთელობაზე.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი–ოფთალმოლოგი მაკა რობაქიძე.
პირველ რიგში წარმოგიდგენთ თვალისთვის მავნებელ ჩვევებს:
- კომპიუტერის ეკრანს შესვენების გარეშე, დიდხანს, დაჟინებით უყურებთ;
- ხშირად სარგებლობთ სხვისი კოსმეტიკით;
- თქვენთვის მზის სათვალე მხოლოდ მოდური აქსესუარია და გავიწყდებათ მისი პირდაპირი დანიშნულება – დაგიცვათ მზის სხივებისგან;
- არაჯანსაღი ცხოვრების წესი თვალის ჯანმრთელობას ისევე ემუქრება, როგორც გულს, ფილტვს, კანს. თვალისთვის ყველაზე სახიფათოა სიგარეტი და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი;
- კონტაქტურ ლინზას რეცხავთ ონკანის გამდინარე წყალში და თვალის ინფექციის განვითარების რისკს ზრდით;
- თვალს ხშირად ეხებით;
- თქვენი მობილურის, ტელევიზორისა თუ კომპიუტერის ეკრანი რეკომენდებულზე კაშკაშაა;
- ძილის წინ სიბნელეში ტელევიზორის ყურება, მობილურითა თუ კომპიუტერით სარგებლობა გიყვართ;
- მაშინაც კი კითხულობთ (წიგნი, ჟურნალი, მობილურსა თუ ლეპტოპში ინფორმაცია), როცა ფეხით გადაადგილდებით ან ტრანსპორტით მგზავრობთ;
- წიგნს კითხულობთ წამოწოლილ მდგომარეობაში.
ექიმი–ოფთალმოლოგი გვირჩევს:
- ჯანმრთელობისთვის, მათ შორის მხედველობისთვის, რეკომენდებულია 8 საათის განმავლობაში მშვიდი ძილი. უძილობა მავნებელია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის;
- ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. თვალისთვის სასარგებლოა: გოგრა, სტაფილო, ისპანახი, ციტრუსი, კივი, ავოკადო, თხილეული, ფოთლოვანი ბოსტნეული, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, იოგურტი, რძე, კენკროვანი მცენარეები და განსაკუთრებით მოცვი;
- იზრუნეთ იმაზე, რომ ოთახში ყოველთვის იყოს საკმარისი რაოდენობის სინათლე;
- განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ოფისში დასაქმებულებს. თუ კომპიუტერთან მუშაობთ ხშირად დაახამხამეთ თვალი, ყოველ ერთ საათში, თუნდაც რამდენიმე წუთი, ეკრანისგან მოშორებით გაატარეთ;
- თავისუფალი დრო ეკრანისგან შორს, სუფთა ჰაერზე ყოფნას დაუთმეთ;
- მოერიდეთ თვალის გამოშრობას. ამის რისკი ზამთრის დადგომისთანავე იზრდება, როცა სახლში თუ ნებისმიერი ტიპის დაწესებულებაში გათბობის ჩართვის აუცილებლობა დგება;
- თუ კონტაქტური ლინზით სარგებლობთ – ვიდრე ლინზას შეეხებით, ხელები კარგად დაიბანეთ და გაიშრეთ, ყურადღება მიაქციეთ მის ვადას, ტკივილის ან მხედველობის გაუარესების, სიწითლისა თუ შეშუპების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ოფთალმოლოგს, არ ისარგებლოთ დაზიანებული კონტაქტური ლინზით, დაუშვებელია სხვისი კონტაქტური ლინზის გამოყენება, ლინზა შეინახეთ მხოლოდ სპეციალურ კონტეინერში, არასდროს დაასველოთ ლინზა ნერწყვით, აკრძალულია ლინზით ბანაობა და ცურვა, დაუშვებელია მისი ონკანის წყალში გარეცხვა;
- ისარგებლეთ ოფთალმოლოგის კონსულტაციით;
- 50 წლის ასაკიდან ზოგადი ოფთალმოლოგიური გამოკვლევების ჩატარება რეკომენდებულია ყოველწლიურად;
- დიაბეტის და ასევე სხვა ისეთი დაავადებების დროს, რაც კატარაქტის განვითარების რისკ–ფაქტორებს წარმოადგენს, სასურველია ოფთალმოლოგთან ვიზიტი ყოველ 6 თვეში ერთხელ.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმ ოფთალმოლოგს, მაკა რობაქიძეს ნომერზე 558 36 39 74.
გისურვებთ ჯანმრთელობას!