ქირურგიის ეროვნულ ცენტრში უკვე ტრადიციად იქცა წარჩინებული თანამშრომლების საზღვარგარეთ მოგზაურობით დაჯილდოება.
წელს ქირურგიის ეროვნული ცენტრის 13 თანამშრომელი დაჯილდოვდა – ისინი სამოგზაუროდ შვედეთში, კერძოდ, ქალაქ სტოკჰოლმში წავიდნენ.
რა მიღწევებისთვის დაჯილდოვდნენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის მუშაკები და რატომ გახდა მათთვის შვედეთში გატარებული დღეები დაუვიწყარი? ამ თემაზე „კვირის პალიტრას“ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა ბაზაძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თეა გამეზარდაშვილი ესაუბრნენ.