ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ნევროლოგია
ხელის დაბუჟება - ნევროლოგია
კითხვა: ვარ 55 წლის, წნევა ყოველთვის ნორმაში მაქვს, ერთი კვირის წინ დამიბუჟდა მარცხენა ხელი, ბეჭიდან თითების ჩათვლით, შუა და არა თითი სრულად დაბუჟებული მაქვს, რომელ სპეციალისტს მივმართო? მადლობთ
თავბრუსხვევა - ნევროლოგია
კითხვა: მოგესალმებით, ორ კვირაზე მეტია მაქვს თავბრუხვევა, მყავდა სასწრაფო, რომელმაც მირჩია ნევროპათოლოგისთვის მიმემართა, ნევროპათოლოგმა დამინიშნა ვინებრალი და ნოვარესტი თუ არ ვცდები, 10 დღეა ვსვამ ამ მედიკამენტებს, ცოტათი შემიმცირდა მაგრამ ღამით ლოგონში გადაბრუნებისას ისევ მემართება, სულ რამოდენიმე წამით ხდება, მაგრამ ტკივილის დონემდე მიდის. რას მირჩევდით?
მეხსიერების პრობლემა - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა, ვარ 39 წლის .ამ ბოლო თვეების განმავლობაში ვამჩნევ რომ მეხსიერება თანდათან აღარ მაქვს.ამის გამო ძალიან შეშფოტებული ვარ. თანაც სულ მეძინება ასე მგონია თვალები მეხუჭება და გაბრუებული დავდივარ.წნევა არ მაწუხებს.მაინტერესებს რა შეიძლება იყოს მიზეზი და თუ არსებობს რამე მედიკამენტი რომ მეხსიერება დამიბრუნდეს
მეხსიერების პრობლემა - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა. ცნობილია რომ მეხსიერების გაუმჯობესება ჯანმრთელ ადამიანში მედიკამენტით შეუძლებელია და ამისთვის ვარჯიშები და მორმალური კვებაა საჭირო,მაგრამ გონების მუშაობის მობილიზაციისთვის,დახმარებისთვის თუ არსებობს რაიმე მედიკამენტი რომელიც არ იწვევს მიჩვევას? მაგალითად ნეუროზანის შესახებ რას იტყვით და რეკომენდებულია თუ არა მისი გამოყენება? დიდი მადლობა წინასწარ.
ინსულტი - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობათ დიდი მადლობა რომ ჩემს შეკითხვას უპასუხეთ მე გეტყვით ჩემს შესახებ მე ვარ 51 წლის მომივიდა იშემიური ინსულტი 47 წლის ასაკში მაქვს პარალიზებული მარჯვენა მხარე მაგრამ შემიძლია სიარული ჯოხით ხელი არ მუშაობს ვატარებ ავტომობილს და მაინტერესებს რეაბილიტაცია თუა შესაძლებელი მაინტერესებს კონსულტაცია რა ჯდება. ვცხოვრობ ქალაქ ბათუმში მაქვს საყოველთაო დაზღვევა ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს შეიძლება ვისარგებლო თქვენს კლინიკაში საყოველთაო დაზღვევით? მადლობა წინასწარ
გაფანტული სკლეროზი - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა. გაფანტული სკლეროზის დროს როგორ შეიძლება მოვიქცე ? ან თუ არსებობს რამე წამალი სამკურნალოდ თუ აუცილებელია ექიმთან მისვლა ?
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.