ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ანგიოლოგია
კუნთების ტკივილი - ანგიოლოგია
კითხვა: გამარჯობა, მაქვს კუნთების კრუნჩხვები და გაუსაძლისი ტკივილები ბარძაყებში რაარის ეს და როგორ უნდა ვიმკურნალო თუ ვექვემდებარები მკურნალობას ვის მუვმართო
ანგიოლოგიური პათოლოგია - ანგიოლოგია
კითხვა: მოგესალმებით! ვარ 26 წლის.4 წლის წინ გადავიტანე, მარცხენა ფეხზე ,ღრმა ვენების თრომბოზი.ასევე ფილტვებშიც იყო წასული თრომბი.თრომბის გამომწვევ მიზეზად ფეხმძიმობა მითხრეს(2-3 თვის ვიყავი),თუმცა სხვებმა ისიც მითხრეს,რომ ეგრე პატარა ფეხმძიმეებში არ ხდებაო.მის მერე თვენახევარი ფრაქსიპარინზე ვიყავი,შემდეგ ფეხმძიმობა შეწყდა და ვარფარინზე გადამიყვანა ექიმმა.თვეში ერთხელ ვიკეთებ iners.2-3 შუალედში უნდა მქონდეს.ჩემმა ექიმმა მითხრა ,რომ მთელი ცხოვრება უნდა ვსვა წამალი,სიცოცხლე რომ არ დადო სასწორზეო...სხვებმა მითხრეს,რომ უნდა მომეხსნას და არაა საჭირო მთელი ცხოვრება სმა.ფეხი შეშუპებული დამრჩა,ტკივილებიც მაქვს ხოლმე,მაგრამ ხერხემალიც მაწუხებს და რომელს დავაბრალო ეს ტკივილები აღარ ვიცი.ბოდიში,მაგრამ რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ. 1) შესაძლებელია,თუ არა წამლის მოხსნა და რამდენად უსაფრთხოდ ვიქნები წამლის გარეშე? 2) შეშუპება დაცხრება დროთა განმავლობაში თუ ასე დარჩება? 3)რამდენად სარისკოა ფეხმძიმობა? 4) წამლის ფონზე შეიძლება თუ არა მოხდეს ისევ თრომბოზი? დიდი მადლობა წინასწარ.
ფეხების ქავილი - ანგიოლოგია
კითხვა: გამარჯობა,ბოლო წლებია მაწუხებს ფეხების ქავილი,ჩავიტარე გამოკვლევა და მითხრეს რომ არის ნეროდერმიტი,მკურნალობის დროს ქავილი მომეხსნა მაგრამ როგორც კი დავამთავრე იგივე მდგომარეობაა.ვხმარობ ცელესტოდერმის კრემს და მშველის,მაინტერესებს რა გავაკეთო რომ ეს პრობლემა მომეხსნას,შეიძლება მთელი ცხოვრება ამ მაზის ხმარება?ხომ შეიძლება გამოსავალი იყოს.
შეშუპება - ანგიოლოგია
კითხვა: მაქვს მაღალი პროლაქტინი 170 ვმკურნალობ და 48 ქვემოთ არ ჩამოვიდა.მაქვს მიკროადენომა მცირე ზომის.არ მაქვს ციკლი საერთოდ. ფარისებრის მხრივ ყველაფერი მწყობრში მაქვს.ბოლო 4 თვეა ვსივდები სახეზე.და მუცლის გარშემო პერიოდულად. რამოდენიმე დღე შევფუვდები ისევ ჩავცხრები. ვარ ამჟამად იტალიაში და ვმკურნალობ ადგილობრივ ენდოკრინოლოგთან. თუმცა შეფუების მიზეზი ვერ დამიდგინა.იქნებ მირჩიოთ რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს შეფუვება სხეულზე.ამ დროს ვგრძნობ სხეულში სიმძიმეს.რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო ან რა მიზეზით მემართება ასე.
ერექციის პრობლემა - ანგიოლოგია
კითხვა: გამარჯობა, მე ვარ 40 წლის მამაკაცი, რამოდენიმე წელია რაც ძალიან შეწუხებული ვარ ერექციის სისუსტით, ექიმ-უროლოგთან სიარულს დავანებე თავი იმიტო რო ფინანსური ზარალის გარდა ვერაფერი მივიღე. მაინტერესებს შესაძლებელი თუა თქვენთან მკურნალობა და მიახლოებით რა თანხა დამიჯდება? მადლობა!
ვენური უკმარისობა - ანგიოლოგია
კითხვა: გამარჯობა, ვარ 50 წლის, ბოლო 3–4 თვეა მარჯვენა ხელ–ფეხი მაქვს შეშუპებული მარცხენასთან შედარებით, ეს არის დილის საათებში საღამოსკენ კი შედარებით ცხრება, აგრეთვე დილის საათებში თვალებიც შეშუპებულია და ხელისა და ფეხის თითებიც. ჩავაბარე სისხლის საერთო ანალიზი, შარდის ანალიზი და ღვიძლის და თირკმლის ფუნქციები ყველაფერი წესრიგშია, რომელ ექიმ სპეციალისტს მივმართო და რა გამოკვლევები ჩავიტარო? ოჯახის ექიმთან სიარულმა არავითარი შედეგი გამოიღო, ვარ ჭარბწონიანი და მაქვს ვენების ქრონიკული უკმარისობა.
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.