კუნთების ტკივილი - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მაქვს კუნთების კრუნჩხვები და გაუსაძლისი ტკივილები ბარძაყებში რაარის ეს და როგორ უნდა ვიმკურნალო თუ ვექვემდებარები მკურნალობას ვის მუვმართო
პასუხი:

მოგესალმებით,
კუნთების ტკივილი, იგივე მიალგია საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია. მიალგიის ყველაზე ხშირი მიზეზებია:

  • გაციება;
  • სიმძიმეების აწევა;
  • მძიმე ფიზიკური შრომა;
  • უხერხული მოძრაობა.

გარდა ამისა, კუნთოვანი ტკივილი უამრავი დაავადების თანმხლები სიმპტომია. მათ შორის არის როგორც კუნთოვანი, ისე არაკუნთოვანი პათოლოგიები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი მიოზიტია.
მიზეზთა ნუსხა კი ვრცელი და მრავალფეროვანია:

  • ინფექციური დაავადებები (ანგინა, გრიპი, რევმატიზმი);
  • ჩირქოვანი ინფექციური დაავადებები (ოსტეომიელიტი, სეფსისი), გამოწვეული სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, ანაერობული მიკრობებით;
  • პარაზიტული დაავადებები (ტრიქინელოზი, ტოქსოპლაზმოზი, ექინოკოკოზი);
  • აუტოიმუნური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია);
  • ინტოქსიკაცია (ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, ნარკოტოკების მოხმარება);
  • მედიკამენტები (აგფ-ის ინჰიბიტორები, სტატინები, პენიცილამინი, ციმეტიდინი).

იმისთვის რომ დადგინდეს რა არის თქვენი სიმპტომების გამომწვევი მიზეზი, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ანგიოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც შეიკრიბება ანამნეზი, დაგენიშნებათ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, რომელთა დასკვნის მიხედვითაც დასმება დიაგნოზი და დაგენიშნებათ მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა