გასტროენტეროლოგია

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - გასტროენტეროლოგია


სწორი კვება - გასტროენტეროლოგია

კითხვა: სამსახურში ძირითადად მიწევს ერთ ადგილზე ჯდომა,ამან გამოიწვია ის რომ ვერც სწორად კვებას ვახერხებ და კუჭნაწლავის მოქმედება საკმაოდ გამირთულდა. თუ შესაძლებელია რაიმე პრეპარატის მიღება რაც აღნიშნულ პრობლემას მომიგვარებს.

იხილეთ პასუხი

გასტროსკოპიული კვლევა - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით მაინტერესებს რა ღირს კუჭ ნაწლავის (კუჭისა და სწორი ნაწლავის) გამოკვლევა მაწუხებს კოლიტი, აგრეთვე მაქვს ხოლმე შებერილობა და მუცლის ტკივილები გთხოვთ მირჩიეთ რა უნდა გამოვიკვლიო და რაიმე აქციები თუ გაქვთ ?

იხილეთ პასუხი

გასტროეზოფაგური რეფლუქსი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა 5 დღეა ვარ შესამჩნევლად ცუდად რასაც ვჭამ გულის რევის შეგრძნება მაქვს, ვჩამ ცუდად ვარ არ ვჭამ ცუდად ვარ. თითქოს მჟავისებური შეგრძნებაც მუცლის არედან, გულის არეში ჭვალები მაქვს ზურგშიც და თან მტკივა. როგორ მოვიქცე იქნებ მითხრათ?

იხილეთ პასუხი

გულის რევის შეგრძნება - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, კიდევ მაქვს შეკითხვა ჩემი ავადმყოფის შესახებ, მან გაიკეთა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია, გართულებული პანკრეასით, შემდეგ მოუვიდა ნაწლავების გადაგრეხვა, ამის ოპერაციაც წარმატებით ჩატარდა, აღდგა ნაწლავების პერისტალტიკა, მაგრამ ავადმყოფს აქვს გამუდმებული გულის რევის შეგრძნება, ხანდახან პირღებინებაც, გამოიკვლიეს და ამბობენ რომ ეს არ არის გამოწვეული კუჭნაწლავიდან, თუ შეიძლება მიპასუხეთ რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს მდგომარეობა?. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გულისხმიერებისათვის.

იხილეთ პასუხი

ღებინება - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით,მეუღლეს აქვს[ქალბატონს]რამოდენიმე წელი ღებინება ტომოგრაფია გავაკეთეთ თავზე ,ზონდიც ,ისეთი არაფერია,ტკივილი არააქვს მუცელში არც წონაში კლება აქვს ეს ღებინება წესად ექცა,რაზე უნდა მივიტანოთ ეჭვი

იხილეთ პასუხი

ვიზიტი გასტროენტეროლოგთან - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა. ჩემი მეუღლის გამო გწერთ. უკვე მეორედ ემართება მსგავსი რამ: საღამოს ძალიან გაღიზიანებული და განერვიულებულია, მეორე დღეს კი მუცელი ტკივდება და სიცხე 38-მდე აღწევს. პირველად რომ დაემართა ეს, მაშინვე ექიმთან წავედით. გადაუღეს მუცლის ექოსკოპია, ყველაფერი ძალიან კარგად ჰქონდა. მხოლოდ შებერილობა გამოიკვეთა. სისხლის და შარდის ანალიზიც იდეალური ჰქონდა. დაგვამშვიდეს, ალბათ, ვირუსი იყოო და გამოგვიშვეს სახლში. რამდენიმე კვირაში ისევ გაუმეორდა მუცლის მსგავსი შეტევა, ტემპერატურის მატების გარეშე და სპაზმის საწინააღმდეგო პრეპარატით მალევე გაუყუჩდა. გუშინ ისევ გაღიზიანებული იყო საღამოს და მალევე ძალიან ატკივდა მუცელი. დღეს დილიდან სიცხე აქვს 38.2. ორივე შემთხვევაში, შეტევებს წინ უძღოდა ფიზიკური და ემოციური გადაღლა. შეიძლება, ამან ასეთი შეტევები და სიცხეები გამოიწვიოს? ან მუცლის ღრუს ექოსკოპია და ანალიზები საკმარისია ამ შემთხვევაში? კიდევ რა გამოკვლევების ჩატარება შეგვიძლია? რას ახასიათებს მსგავსი ჩივილები? ზოგადად ძალიან ემოციურია. ხშირად ამცივნებს, ან ხურვებები აწუხებს, რაც ექიმებმა ემოციურობას მიაწერეს. რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ? დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

იხილეთ პასუხი

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს