გასტროენტეროლოგია

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - გასტროენტეროლოგია


სისხლის ბიოქიმიური ანალიზი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა, ჩემს მეუღლეს სისხლის ბიოქიმიურ გამოკვლევაში ამოუვიდა შემდეგი მონაცემები: ალანინამონოტრანსფერაზა(ალტ)-127; ასპარტატამინოტრანსფერაზა(ასტ)-63 და გამაგლუტამილტრანსფერაზა(გ-გტ)-87, სხვა ყველაფერი წესრგიში აქვს, (კოაგულოგრამაში, სისხლის საერთო ანალიზში და ც და ბ ჰეპატიტის ანალიზში ყველა მონაცემი ნორმაშია) მაინტერესებს რამდენად საშიშია ზემოთ აღნიშნული ფერმენტების მომატება, და როგორ უნდა მოვიქცეთ შემდეგ ეტაპზე, ამჯერად ექიმის დანიშნულებით იღებს ჰეპაგარდ აქტივს და ბენეფრონს.

იხილეთ პასუხი

სიმძიმის შეგრძნება, კოლიტი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა, კითხვა მაქვს ასეთი, კუჭზე მაქვს სიმძიმის შეგრძნება, საჭმლის ჭამის შემდეგ ვაყოლებ აბებს რომ შევიმსუბუქო როგორმე, საერთოდ შიმშილის შეგრძნება არ მაქვს და ამის ფონზე ცოტა სისუსტის შეგრძნებაც მაქვს,თან კოლიტიც მაქვს, თუ შეგიძლიათ რამე მირჩიოთ სანამ ექიმთან მივალ, და რომელ ექიმს მივმართო კონკრეტულად? მადლობა წინასწარ

იხილეთ პასუხი

კოლიტი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა მაქვს ქრ.კოლიტი გახდომის მიზნით ვსვამდი უამრავ ყავას წლებია უკვე..გამოვიკვლიე კოლონოსკოპიაც გავიკეთე და წესით არ უნდა მტკენოდა დამინიშნეს ფერმენტები საკმაოდ ძვირადღირებული წამლები,მაგრამ არ მიშველა მხოლოდ ფიჭამ გადამარჩინა უზმოზე ვყლაპავდი და გვირილის ნაყენებმა გამიარა..თან იმუნიტეტი მქონდა დაქვეითებული ნევროზი და ასე შემდეგ..ბოლოს ალერგიებიც დამეწყო ეს ის პერიოდია სანამ განვიკურნებოდი უეცრად ტუჩები ისე შემიშუპდებოდა წამებში თითქოს ფუტკარს ქონდა ნაკბენი..კალცი მქონდა დაბალი თან ეხლა დაახლოებით 2-წელია აღარ მაქვს ეს ალერგია ამაზე ვიკეთე ნემსები ელფუნატი კოკარნიტი,ეხლა ამ ბოლოს ცოტა მითრთის სხეული თითქოს კიდე უნდა დამეწყოს შიშებიც მაქვს დროდადრო..ისევ გავიკეთო ეს წამლები თუ კალცი დავლიო მენტალური პრობლემებიც მაქვს..2 თვეა რაც გლანდები გავიკეთე ოპერაცია ..ბოდიშს გიხდით თანმიმდევრულად ვერ დავწერე მაგრამ გაიგებთ..

იხილეთ პასუხი

გულისრევის მუდმივი შეგრძნება - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მადლობა პასუხისთვის... შეკითხვა მაქ ისევ... მუდმივი გულის რევის შეგრძნება აქ დედას 50 წლისაა, ნაღვლის პრობლემა თუ შეიძლება იყოს?

იხილეთ პასუხი

ვიზიტი გასტროენტეროლოგთან - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა.ჩემს მეუღლეს აწუხებს მუცლის ღრუში გამუდმებით რაღაც ხან ტკივილია ხან სიმძიმის შეგრძნება რამდენიმე წლის წინ გავიკეთეთ თოდუაში გასტროსკოპიული კვლევა და გვითხრეს ნაწლავები ზომაზე დიდიარისო და კიდევ დიზბაქტერიოზი ვიმკურნალეთ მაგრამ შედეგი სრულად ვერ მივიღეთ უსიამოვნო და შემაწუხებელი შეგრძნება კიდევ გრძელდებოდა ამჟამად პატიმარია და იქ გაუკეთეს კვლევები და უთხრეს ახლა კუჭიც დაწეულია ქვევით და ტკივილიც მაგიტომ გაქვსო.მოკლეთ სრულ დიაგნოზს ვერ მივაღწიეთ,რომ ბოლომდე ვიმკურნალოთ.მაინტერესებს თქვენს კლინიკაში მუცლის ღრუს ტომოგრაფით თუ იქნება შესაძლებელი სრული დიაგნოზი დაუსვან და საბოლოდ განიკურნოს და რა თანხებთან იქნება ეს დაკავშირებული რამე აქცით თუ ვისარგებლებთ? ან გამოცდილი გასტროენტეროლოგიც თუ გყავთ,რომ სხვა კლინიკაში აღარ მოგვიწიოს ექიმთან ვიზიტი რადგან ციხიდან გამოყვანა ექიმთან და კვლევებზე სირთულეებთანა დაკავშირებული.გთხოვთ იქნებ მიპასუხოთ შეკითხვაზე ამომწურავად რადგან არ ვცხოვრობ თბილისში და მინდა წინასწარ მოვამზადო ყველაფერი.ციხიდან პატიმრის გამოყვანა რთულია ძალიან ადვოკატმა უნდა მოამზადოს საბუთები

იხილეთ პასუხი

ჰელიკობაქტერია - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა.მახარებს ასეთი სიახლეები,პირველად გწერთ.ვარ 33 წლის.რამდენიმე თვეა გამიგრძელდა ტკივილი კუჭთან ,მუცლის ზედა მარცხენა მხარეს ეპიგასტრიუმში ხელის დაჭერისას სიმაგრე და წვის,ტკივილის შეგრძნება მაქვს.გაუსაძლისად არა მაგრამ მუდმივად მაწუხებს.ჩატარებული მაქვს გასტროსკოპია.მქონდა ეროზიები.ვიმკურნალე ენტერო ვირუსზე,წამლებს რომ ვსვამდი გამიყუჩდება რამდენიმე თვეა( იანვრიდან აპრილამდე) , ახლა აღარ ვსვამ.ისეთს მჟავე,მწარე,ალკოჰოლი,სიგარეტი და ა.შ არ ვეკარები არც მოთხოვნილება არ მაქვს.ვერ გამოვჯანმრთელდი.რა შეიძლება იყოს,უმორჩილესად გთხოვთ მირჩიეთ როგორ მოვიქცე? ნეტავ რა მჭირს

იხილეთ პასუხი

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს