ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - გასტროენტეროლოგია
შებერილობა- გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა. მაქვს ყრუ ტკივილი მარცხენა ქვედა ნაწილში, ეხოზე ნაწლავები მაქვს შებერილი, მაწუხებს გაზები, კუჭის მოქმედება მაქვს 3-4დღეში ერთხელ, არ ვარ შეკრული,უბრალოდ არ მინდა გასვლა, როგორც კი მოხდება დეფეკაცია იმ დღეს აბსოლიტურად არ მაწუხებს, ტკივილის შეგრძნება მაქვს ასევე ბეჭის ქვეშ, მამოლოგთან ნამყოფი ვარ, არ მაქვს არაფერი, მირჩიეთ რამე, ექიმთან მისვლა მეშინია.
კოლიტი - გასტროენტეროლოგია
კითხვა: ვარ 33 წლის, მაქვს საშინელი კოლიტი, შეკრულობა არ მაწუხებს, უბრალოდ კუჭის მოქმედება 3-4 დღეში მაქვს ხოლმე და ძალიან განვიცდი, თან სახეზეც მაყრის ხოლმე, ექიმთან ვერ მივდივარ და თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რამე ამ პრობლემის მოსაგვარებლად
ვიზიტი გასტროენტეროლოგთან - გასტროენტეროლოგია
კითხვა: ჩემს მეუღლეს დაუდგინდა საყლაპავის ხვრელის აქსიალური (მცოცავი) თიაქარი, ზომით 3 სმ, რეფლუქს-ეზოფაგიტი,ქრ.გასტრიტი.დაენიშნა მკურნალობა რანიტიდინი, დენოლი,ეზოლი,მუკოგენი.ამ ყველაფრის ფონზე აქვს არითმია და კარდიოლოგისდანიშნულებით სვამს სოტალოლს. უკვე მერვე დღეა რაც მკურნალობს,მაგრამ სერიოზული შედეგი არ აქვს, შემაწუხებელი სიმტომები ბოყინი და არითმია ისევ აქვს.მაინტერესებს მკურნალობა სწორადაა დანიშნული თუ არა. მადლობა წინასწარ.
ელენთის ტკივილი- გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა...ხშირად მტკივა ელენთა, მაშინაც კი როცა არაფერს ვაკეთებ.რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული?
ცელიაკია - გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა მაინტერესებს, როგორ გავარჩიო ცელიაკია, ხორბლის ალერგია და გლუტეინის აუტანლობა ერთმანეთისგან? ბიოფსიის გარდა, სხვა რა კვლევა უნდა ჩავატაროთ ამის დასადგენად?
მუცლის შებერილობა - გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა,ვარ 27 წლის გოგო.მაწუხებს მუცლის მუდმივი შებერილობა.დღეში 3 ჯერ მივირთმევ საჭმელს.დილით გერკულესს ვჭამ ხოლმე,საღამოს 6 საათის შემდეგ აღარ ვჭამ.ჭამის წინ 20 წუთით ადრე ვსვამ 2 ჭიქა წყალს.ასევე უზმოზე ვსვამ სელის ზეთს.დილით ვვარჯიშობ სახლში.საღამოს ვსეირნობ.მიუხედავად ამისა,მსუბუქად არ ვგრძნობ თავს,მიჭერს ტანსაცმელი.თი-ეს - ეიჩ ტესტიც გავიკეთე და 0,71 მაქვს.წონაში დაკლების ნაცვლად მგონია რომ მომატებული ვარ.რისი ბრალი შეიძლება იყოს? მადლობა წინასწარ
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.