მუცლის შებერილობა - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა,ვარ 27 წლის გოგო.მაწუხებს მუცლის მუდმივი შებერილობა.დღეში 3 ჯერ მივირთმევ საჭმელს.დილით გერკულესს ვჭამ ხოლმე,საღამოს 6 საათის შემდეგ აღარ ვჭამ.ჭამის წინ 20 წუთით ადრე ვსვამ 2 ჭიქა წყალს.ასევე უზმოზე ვსვამ სელის ზეთს.დილით ვვარჯიშობ სახლში.საღამოს ვსეირნობ.მიუხედავად ამისა,მსუბუქად არ ვგრძნობ თავს,მიჭერს ტანსაცმელი.თი-ეს - ეიჩ ტესტიც გავიკეთე და 0,71 მაქვს.წონაში დაკლების ნაცვლად მგონია რომ მომატებული ვარ.რისი ბრალი შეიძლება იყოს? მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით, 

მეტეორიზმი შეიძლება აწუხებდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, ცხოვრების წესისა ან ჯანმრთელობის მდგომარეობისა. მეტეორიზმი წარმოადგენს კუჭ-ნაწლავის სისტემის ფუნქციის ერთ-ერთ დარღვევას. მის შედეგად იზრდება ნაწლავებში აირების ჭარბი მოცულობა, რაც, თავის მხრივ, იწვევს შებერილობისა და „სავსე მუცლის“ შეგრძნებას.

მეტეორიზმის დროს რეკომენდებულია ფერმენტული, ნაწლავური მიკროფლორის აღმდგენი ბაქტერიული მედიკამენტების, ნაწლავის მოტორულ ფუნქციაზე მოქმედი საშუალებების მიღება და სათანადო კვება. მთავარი და აუცილებელია მუცლის შებერილობის გამომწვევი მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა.

მიზეზი კი ბევრი რამ შეიძლება იყოს:

  •   პარკოსნები, კომბოსტო, ვაშლი, გაზიანი სასმელები ხელს უწყობს დიდი რაოდენობით აირების წარმოქმნას.
  •   ლუდი, ბურახი, შავი პური, ყურძენი ასტიმულირებს ნაწლავებში დუღილის პროცესს.
  •   რძის პროდუქტების გამოყენება, განსაკუთრებით - ლაქტოზის აუტანლობისას, ხელს უწყობს აირთა დაგროვებას.
  •  მეტეორიზმს იწვევს ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტების მიღებაც.

რაც შეეხება TSH–ს ის ნორმაშია, თუმცა,  TSH-ის ნორმა თითოეული ლაბორატორიისთვის განსხვავებულია და დამოკიდებულია სადიაგნოზოდ გამოყენებულ რეაქტივზე, ამიტომ მიღებული მონაცემები უნდა შეფასდეს კონკრეტულ ლაბორატორიაში არსებული ნორმების მიხედვით. ამ ნორმებს რეფერენსულ მაჩვენებლებს უწოდებენ.

თუ რა არის გამომწვევი ფაქტორი თქვენს შემთხვევაში, ამის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ თუ დიაგნოსტიკისათვის და მკურნალობის შერჩევისთვის მიმართავთ გასტროენტეროლოგს.

გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის პოლიპროფილური, გვყავს ყველა ექიმი, მათ შორის ენდოკრინოლოგიც, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტების განხორციელება.

გვაქვს ენდოკრინოლოგიური აქცია, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

ასევე, სრული გასტროსკოპიული კვლევა: https://kirurgia.ge/article/31394/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-gastroskopiul-kvlevas

მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმთა გუნდი, აუცილებლად დაგეხმარებათ დიაგნოსტირებასა და შემდგომი მკურნალობის მეთოდის დაგეგმარებაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა