ვიზიტი გასტროენტეროლოგთან - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა. ჩემი მეუღლის გამო გწერთ. უკვე მეორედ ემართება მსგავსი რამ: საღამოს ძალიან გაღიზიანებული და განერვიულებულია, მეორე დღეს კი მუცელი ტკივდება და სიცხე 38-მდე აღწევს. პირველად რომ დაემართა ეს, მაშინვე ექიმთან წავედით. გადაუღეს მუცლის ექოსკოპია, ყველაფერი ძალიან კარგად ჰქონდა. მხოლოდ შებერილობა გამოიკვეთა. სისხლის და შარდის ანალიზიც იდეალური ჰქონდა. დაგვამშვიდეს, ალბათ, ვირუსი იყოო და გამოგვიშვეს სახლში. რამდენიმე კვირაში ისევ გაუმეორდა მუცლის მსგავსი შეტევა, ტემპერატურის მატების გარეშე და სპაზმის საწინააღმდეგო პრეპარატით მალევე გაუყუჩდა. გუშინ ისევ გაღიზიანებული იყო საღამოს და მალევე ძალიან ატკივდა მუცელი. დღეს დილიდან სიცხე აქვს 38.2. ორივე შემთხვევაში, შეტევებს წინ უძღოდა ფიზიკური და ემოციური გადაღლა. შეიძლება, ამან ასეთი შეტევები და სიცხეები გამოიწვიოს? ან მუცლის ღრუს ექოსკოპია და ანალიზები საკმარისია ამ შემთხვევაში? კიდევ რა გამოკვლევების ჩატარება შეგვიძლია? რას ახასიათებს მსგავსი ჩივილები? ზოგადად ძალიან ემოციურია. ხშირად ამცივნებს, ან ხურვებები აწუხებს, რაც ექიმებმა ემოციურობას მიაწერეს. რას გვირჩევთ, როგორ მოვიქცეთ? დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისტანციურად რთულია ასეთ სერიოზულ საკითხზე გიპასუხოთ და სავარაუდო დიაგნოზი მოგახსენოთ.

აუცილებელია, უშუალო ვიზიტისას, შესაბამისი სპეციალისტისაგან ობიექტურად შეფასდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, რის შემდეგაც დაენიშნება თქვენს მეუღლეს საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, ვიზიტისას თუ გამოიხატება გასტროსკოპიული ან ენდოსკოპიური კვლევების საჭიროება, შემოგთავაზებთ ფასდაკლებებს, ვრცელი ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულებს:

გასტროსკოპიული კვლევა: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

სრული ენდოსკოპიური კვლევა: https://kirurgia.ge/article/31419/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-endoskopiur-kvlevas

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა