გასტროენტეროლოგია

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - გასტროენტეროლოგია


დაუზუსტებელი დიაგნოზი- გასტროენტეროლოგია

კითხვა: მტკივა მარჯვენა გვერდი წელი მიხშირდება დეჟექტაცია თუ დაკავშირებულია ჭამის მერეც იმატებს ტკივილი თვალებიც რისი ბრალი უნდა იყოს ან რომელ.ექიმს მივმართო

იხილეთ პასუხი

კუჭის პრობლემები - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა. 19 წლის ვარ და ზოგადად კუჭის პრობლემები პერიოდულად სულ მქონდა. ამ ბოლო პერიოდში დამეწყო გულმკერდზე ზეწოლის შეგრძნება, რომელიც არ ჩერდება მთელი დღე. რამდენიმე კვირის წინ მქონდა, ეს დღეებია ისევ დამეწყო. თითქოს კუჭის დასაწყისში და მკერდებშუა რაღაც მაქვს გაბერილი და თან აგურივით მადევს. სუნთქვასაც ვგრძნობ, რომ მიფერხებს ზოგჯერ. გავიგე, შეიძლება კუჭის პრობლემებმაც შეიძლება გამოიწვიოსო. მირჩიეთ რამე. რამდენიმე კვირის წინ როცა მქონდა, ისე ვიყავი, თითქოს საყლაპავის იქით საჭმელი აღარ მიდიოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა. ეს ის ზეწოლა არ არის, რამე მძიმეს რომ შეჭამ და დაგაწვება. სხვანაირად მტკივა:(

იხილეთ პასუხი

ნაღვლის ბუშტის პოლიპი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მაქვს ნაღვლისბუშტში პოლიპი შესაძლებელია თუ არა ოპერაციის გარეშე მკურნალობა

იხილეთ პასუხი

შიმშილის აუტანლობა - გასტროენტეროლოგია

კითხვა: გამარჯობა. ვიყავი მარხვაზე და სამსახურის პირობებიდან ჭამის რეჟიმი მქონდა არცთუ ისე კარგი.გავხდი უენერგიოდ, მოთენთილი, მქონდა გულის რევის შეგრძნება, თავის ტკივილი მუცლის შებერილობა, როდესაც მშივდება ვარ გაბრუებული და ცუდად გახდომის შეგრძნება დილით განსაკუთრებით. შემდეგ მივიღე წამლები გულის რევის შესამცირებელი ასევე ვიტამინებს ვიკეთებდი ორგანიზმის მოსაძლიერებლად. გულის რევა მომეხსნა ცოტა უკეთესადაც ვარ,თუმცა მშივდება ხშირად დღეში 5 ჯერ ან 6 ჯერ მიწევს ჭამა და ისევ ცუდად გახდომის შეგრძნება მაქვს.ანალიზებიც გავიკეთე, შაქარიც ასევე და რიგზე იყყო. იქნება მირჩიოთ რამე. მადლობა წინასწარ

იხილეთ პასუხი

მეტეორიზმი - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით. ბოლო დროს, თითქმის ნებისმიერი საკვების მიღების შემდეგ (განსაკუთრებით ტკბილეულის ჭამის მერე) მაწუხებს გაზები. დავიწყე ესპუმიზანის მიღება, მაგრამ უშედეგოდ. გთხოვთ,მირჩიოთ, რა ვქნა?

იხილეთ პასუხი

ღვიძლის გადიდება - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით.. გავიკეთე ექოსკოპია და მაქვს ღვიძლი საგრძნობლად გადიდებული, ასევე გავიკეთე ანალიზები ღვიძლის ფუნქციებზე.მომატებული მაქვს ფერმენტები.ალანინამინოტრანსფერაზი-64,1. ასპარტატამინოტრანსფერაზი-48,0. გამაგლუტამილტრანსფერაზი 100.8 ტუტე ფოსფატაზი -99,0 . საერთო ბილირუბინი 6,6 და პირდაპირი ბილირუბინი 4,2 . მაქვს დიაბეტი და 1 თვეა ვსვამ წამლებს ასფორმინსა და დიაბეტონს ექიმის დანიშნულებით. მაქვს ყრუ ტკივილები ღვიძლის არეში და გადამდის მარჯვენა ბეჭის და ფერდის არეშიც. ასევე დ ვიტამინი მაქვს დაბალი 9,5 გთხოვთ მომცეთ რჩევა როგორ მოვიქცე? რა მივიღო? მარტო ნოშპა არ მშველის პატივისცემით.

იხილეთ პასუხი

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს