ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - კარდიოლოგია
კარდიოლოგიური კვლევა - კარდიოლოგია
კითხვა: მოგესალმებით ვარ 47 წლის პედაგოგი დაახლოებით ერთი წლის წინ დამეწყო თავის ტკივილები, თავბრუსხვევა და წნევა, მართალია წნევა მაქვს1 10-80-ზე , მაგრამ ეს წნევაც კი ცუდათ მხდის ჩემი წნევას 90-60-ზე დავდივარ ექიმებთან მაგრამ უშედეგოდ , ვსვამ დამარეგულირებელ პრეპარატებს მაგრამ საღამოს ისევ მიწევს წნევა, რისი ბრალია ვერ ვხვდები იქნებ თქვენ მიპასუხოთ,ყველა ანალიზი წესრიგში მაქვს მათ შორის ფარისებრი ჯირკვალიც, წინასწარ დიდი მადლობა.
ჰიპერტენზია - კარდიოლოგია
კითხვა: გამარჯობა 18 წლის ვარ! მაწუხებს მაღალი არტერიული წნევები 150/90-ამდე. გამოკვლეული მაქვს ფარისებრი ჯირკვალი ყველაფერი ნორმაშია. ახლახანს გადავიღე გულზე კარდიოგრამა და ეხოსკოპია. გიგზავნით ეხოსკოპიის დასკვნას: მარცხენა პარკუჭის სისტოლური და დიასტოლური ფუნქცია ნორმა, განდევნის ფრაქცია 57 %, რეგიონალური კუმშვადობის დარღვევა არ ვლინდება, მიტრალური სარქველის ნაკლოვანება ტრივიალური, ვლინდება წინა კარედის მსუბუქი პროლაბირება მარცხენა წინაგულში. ასწვრივი აორტა, აორტის რკალი და მუცლის აორტის ნორმა, აორტული ნაკლოვანება არ ვლინდება, მარჯვენა პარკუჭის ზომა და ფუნქცია ნორმა, ტრიკუსპიდული სარქვლის ნაკლოვანება არ ვლინდება, წნევა ფილტვის არტერიაში მომატებული არ არის, პერიკარდიუმის ღრუ-ნორმა, პლევრის ღრუ-ნორმა. მაინტერესებს რასთან გვაქვს საქმე რამე საშიშია? ამასთანავე საკვერცხეზე მაქვს სქელკედლიანი კისტა, წნევები შეიძლება ამისგან იყოს გამოწვეული?
ტკივილი გულმკერდის არეში - კარდიოლოგია
კითხვა: გამარჯობა, რამდენიმე დღეა ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გული უნდა წამივიდეს, თითქოს სხეულს ვეღარ ვგრძნობ და ტკივილს ვგრძნობ მკერდის არეში გულიც აჩქარებული მაქვს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
სინკოპე - კარდიოლოგია
კითხვა: გამარჯობა. ჩემი გოგონა 21 წლისაა.ხშირად ეხვევა თავბრუ. რამოდენინე თვის უკან მეტროთი მგზავრობდა და წუთების განმავლობაში გაითიშა და მუხლებში ჩაიკეცა.პირველადი დახმარება სასწაფოს ექიმებმა გაუწიეს და უთხრეს როომ ეს შეიძლება უჭმელობამ გამოიწვია.მას მერე რამოდენიმეჯერ დილიდან საღამომდის გაუჩერებლივ თავბრუსხვევა აქვს ძალიან გთხოვთ რომ მირჩიოთ როგორ მოვიქცე ვის მივმართო როომ ზუსტი დიაგნოზი გავიგო რატომ ემართება ასე ჩემს გოგონას.გმადლობთ
კარდიოლოგია - კარდიოლოგია
კითხვა: გამარჯობათ გადავიღე კარდიოგრამა და ექიმა მითხრა ეხოსკოპიაც გადაიღე რომელიღაც პარკუჭის კედელი შესქელებულიაო. 18 წლის ვარ. ძალიან ვნერვიულობ ალბათ ეხოსკოპიამდე მოვკვდები. საშიშია ეს დაავადება? არ იკურნება? ან შესძლებელია რომ ეხოსკოპიაზე ყველაფერი ნორმაში იყოს?
ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა - კარდიოლოგია
კითხვა: გამარჯობა მაქვს ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა. შეგიძლიათ მითხრათ გყავთ თუ არა ართროლოგი და რა ღირს კონსულტაცია და კიდევ გამოკვლევის რა მეთოდს მირჩევს და რა ღირს
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.